მედია - აშშ-ის შუამავლობით გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დასრულების შემდეგ, რუსებმა კიევსა და დნიპროზე მასშტაბური დარტყმები განახორციელეს

რუსებმა კიევსა და დნიპროზე მასშტაბური დარტყმები განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აშშ-ის შუამავლობით გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დასრულების შემდეგ რუსეთმა უკრაინულ ქალაქებზე მასშტაბური იერიშები განაახლა.

დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ განჟას ცნობით, რუსული ძალების დარტყმების შედეგად დნეპროპეტროვსკის ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.

კიევში რუსების დარტყმების შედეგად სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 მაისს რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა (9, 10, 11 მაისი) გამოაცხადა. უკრაინის გენშტაბის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მიუხედავად, ფრონტის ხაზზე შეტაკებები კვლავ გრძელდებოდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა