დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ინტრონიზაცია ჩართული იქნება წირვის პროცესში და გადასცემენ რეგალიებს - რაც შეეხება დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას, კვლავ ვისაუბრებთ ამ საკითხზე ხელისუფლებასთან

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, შესაძლოა, ახლადარჩეულმა პატრიარქმა, შიო მესამემ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი დააყენოს.

როგორც დეკანოზმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხზე ხელისუფლებასთან იმსჯელებენ.

„ადრე ვთქვი, რომ კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან. გიდასტურებთ, დიახ, ასე იქნება. ახლა ძალიან რთულია გეგმებზე საუბარი, როდის, რა იქნება“,-განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისი თქმით, „დღეს არის ისტორიული დღე”

„სრულიად საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქის ინტრონიზაცია იქნება დღეს. ძალიან ნიშანდობლივია, რომ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს ემთხვევა. ჩვენი ეკლესიის დაფუძნება სწორედ მოციქულ ანდრიას უკავშირდება. ასე რომ, დღეს ბევრი რამ არის სასიხარულო და ერთმანეთს ავსებს“,- განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

რაც შეხება ინტრონიზაციას, ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, მსახურება ჩართული არის წირვის პროცესში და გადასცემენ რეგალიებს. მისივე თქმით, ახალი კათოლიკოს პატრიარქის, შიო მესამის სამოსიც მზად არის.

საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს-პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო.

რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს.

გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე