მიხაილ კალუგინი - ევროკავშირმა რუსეთის იზოლირების მცდელობისას საქართველოზე „წაიბორძიკა“

ევროკავშირმა რუსეთის იზოლირების მცდელობისას საქართველოზე „წაიბორძიკა“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, მიხაილ კალუგინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლამ და რესპუბლიკის საქმეებში ჩარევამ ბრიუსელისთვის მოულოდნელი შედეგი გამოიწვია. თბილისში პრაგმატიზმი გაძლიერდა, რაც ქვეყნისა და ხალხის ფუნდამენტურ ინტერესებს ეყრდნობა. თითქოს ევროკავშირს შესაბამისი დასკვნები უნდა გამოეტანა, თუმცა ეს ასე არ არის და კიდევ უფრო მეტად მიმართავს შანტაჟსა და მუქარას, რათა საქართველოს კურსის შეცვლა აიძულოს“, - განაცხადა კალუგინმა.

მისი თქმით, „ბრიუსელი საჯაროდ მოითხოვს, რომ საქართველო ევროკავშირის ანტირუსულ სანქციებს შეუერთდეს“.

„ბრიუსელი საჯაროდ მოითხოვს, რომ საქართველომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ენერგეტიკული ემბარგო დააწესოს და სატრანსპორტო მიმოსვლა შეწყვიტოს, მათ შორის ფრენები. ნათელია, რა შედეგები ექნება ამას საქართველოს ეკონომიკისთვის. თუმცა, ევროკავშირს ეს არ ადარდებს. მათთვის მთავარია რუსეთს ზიანი მიაყენონ, თუნდაც საქართველოს ინტერესების ხარჯზე. ცოტა ხნის წინ, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ საქართველო ნათელი შეხსენებაა იმისა, თუ რა ემართებათ ქვეყნებს, როდესაც რუსეთი წარმატებას აღწევს. თუმცა ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს. იმის გამო, რომ საქართველო თავისი მფარველების თავსმოხვეულ ნაკარნახევს არ მიჰყვება, ის წარმატებით ვითარდება“, - აღნიშნა კალუგინმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე