მღვდელმონაზონი იერონიმე ქათამაძე - არის მოლოდინი, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს, საყოველთაო შერიგება მოხდეს - შეიძლება ყველას არ ეხებოდეს, მაგრამ შემწყალებელი იქნება

მჯერა, დადებით ცვლილებებს შორის საყოველთაო შერიგება იქნება. იმ პოლარიზებულ გარემოში, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, ახალი პატრიარქი შემრიგებელი იქნება ყველა მხარეს შორის,- ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის მდივანმა, მღვდელმონაზონმა იერონიმე ქათამაძემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძართან ჟურნალისტებს აქციების ფარგლებში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც იერონიმე ქათამაძემ აღნიშნა, „არის ინფორმაცია, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს იმას, რომ მოხდეს საყოველთაო შერიგება“.

„მე რამდენ მღვდელმთავართანაც მქონდა შეხვედრა და საუბრები, უმრავლესობა მომხრეა, რომ მოხდეს საყოველთაო შერიგება. არ მგონია, რაიმემ შეაფერხოს. არის ინფორმაცია, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს იმას, რომ მოხდეს საყოველთაო შერიგება. ამის მოლოდინიც არის და შესაბამისი ინფორმაციებიც ვრცელდება. ნებისმიერი საჭეთმპყრობელი, როდესაც ადგილობრივი ეკლესიის მეთაური ხდება, რაღაც ცვლილებებს იწყებს, ეს ცვლილებები არის დადებითი. მჯერა, დადებით ცვლილებებს შორის იქება საყოველთაო შერიგება, იმ პოლარიზებულ გარემოში, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, ახალი პატრიარქი შემრიგებელი იქნება ყველა მხარეს შორის. ჩემი აზრით, ყველას შესაძლოა არ ეხებოდეს, მაგრამ იქნება შემწყალებელი ყველას მიმართ“,- აღნიშნავს ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის მდივანი, მღვდელმონაზონი იერონიმე ქათამაძე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა