საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის რეზოლუცია - მოვუწოდებთ საფრანგეთის მთავრობას, საჯაროდ დაგმოს რუსეთის რეჟიმის გავლენა საქართველოს პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა გმობს საქართველოს მთავრობის ავტორიტარულ სვლას, ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას, - ამის შესახებ აღნიშნულია რეზოლუციაში, რომელიც საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ 68 ხმით 28-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა გამოხატავს სრულ სოლიდარობას დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის მობილიზებული ქართველი ხალხის მიმართ.

რეზოლუცია მიესალმება ოცი ევროპული სახელმწიფოს, მათ შორის საფრანგეთის, საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ 2025 წლის 11 ივლისის ერთობლივ დეკლარაციას, „რომელშიც დაგმობილია საქართველოში ავტორიტარიზმისკენ სვლა“.

„რეზოლუცია გმობს საქართველოს მთავრობის ავტორიტარულ სვლას, ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას; გამოხატავს ღრმა შეშფოთებას 2025 წლის 1-ელ დეკემბერს ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია, რომ 2024 წლის შემოდგომაზე მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ქართველი სამართალდამცავი ორგანოები, სავარაუდოდ, ბრომბენზილ ციანიდს იყენებდნენ“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

დოკუმენტის თანახმად, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა მხარს უჭერს დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

რეზოლუცია მოუწოდებს ევროპულ ინსტიტუტებს, შეინარჩუნონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება მანამ, სანამ არ მოხდება პოლიტიკური კრიტერიუმების შესრულება, კერძოდ, „პოლიტიკური პლურალიზმის პატივისცემა და ფუნდამენტური უფლებების, როგორიცაა გამოხატვის უფლებები, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დაცვა და თავისუფალი, სამართლიანი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“.

„მოუწოდებს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას, აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოში დემოკრატიულ აქტორებს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ მედიას და აკადემიურ დაწესებულებებს; მოუწოდებს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას, საჯაროდ დაგმოს უცხოური ჩარევა, განსაკუთრებით რუსეთის რეჟიმის გავლენა საქართველოს პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა მოუწოდებს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას, განაგრძოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე