მეუფე დანიელი - მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, სინოდის წევრებმა შევინარჩუნეთ ურთიერთპატივისცემა - შიო მესამემ მოსაყდრედ ყოფნისას, გამოავლინა თვისებები, რაც აუცილებელია დიდი მამის მიერ დატოვებული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის

ახლად ნაკურთხმა ეკლესიის საჭეთმპყრობელმა, შიო მესამემ 9 წლის განმავლობაში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ ყოფნისას, გამოავლინა ის თვისებები, რომელიც აუცილებელია ჩვენი დიდი მამის მიერ დატოვებული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისათვის, - ამის შესახებ მეუფე დანიელმა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, წმინდა სინოდის წევრებმა ურთიერთპატივისცემა და სიყვარული შეინარჩუნეს.

მეუფე დანიელმა აღნიშნა, რომ უწმინდესი ლილია მეორის შვილებს, მის მიერ გაკვალულ სამეუფო გზაზე ერთობით მსვლელობის გაგრძელება მართებთ.

„ჩვენ ვიხილეთ სიმწიფე და ერთსულოვნება სასულიერო დასისა და განსაკუთრებით წმინდა სინოდის მღვდელმთავართა. მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, წმინდა სინოდის წევრებმა შევინარჩუნეთ ურთიერთპატივისცემა და სიყვარული. უწმინდესი ილია მეორის შვილებს გვმართებს, გავაგრძელოთ მის მიერ გაკვალულ სამეუფო გზაზე ერთობით მსვლელობა. ახლადნაკურთხმა ეკლესიის საჭეთმპყრობელმა, შიო მესამემ 9 წლის განმავლობაში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ ყოფნისას, გამოავლინა ის თვისებები, რომელიც აუცილებელია ჩვენი დიდი მამის მიერ დატოვებული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისათვის. უპირველესად, ეს გახლავთ მის პიროვნებაში არსებული სულიერებისა და ინტელექტის ჰარმონიული თანაარსებობა. ერთი მხრივ, ლოცვისა და ასკეტიზმის სიყვარული, ხოლო მეორე მხრივ, ანალიტიკური აზროვნებისა და შემოქმედებითი მოღვაწეობის მაღალი კულტურა. არ არის შემთხვევითი ის, რომ ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით აღდგომიდან მეხუთე, ანუ სამარიტელის შვიდეულში. ამ პერიოდში ეკლესია ჩვენს ყურადღებას ამახვილებს სულიერებისა და ინტელექტის ერთიანობის აუცილებლობაზე,“ - განაცხადა მეუფე დანიელმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე