დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია - კირ სტარმერმა მინისტრთა კაბინეტს განუცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს

კირ სტარმერმა მინისტრთა კაბინეტს განუცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს, - ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა კაბინეტთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ გასულ კვირას გამართულ ადგილობრივი არჩევნების შედეგებზე პასუხისმგებლობას იღებს.

„ბოლო 48 საათი მთავრობისთვის დესტაბილიზაციის გამომწვევი იყო და ამან ჩვენი ქვეყნისა და ოჯახებისთვის რეალური ეკონომიკური ხარჯი მოიტანა. „ლეიბორისტულ პარტიას“ ლიდერის გამოწვევის პროცესი აქვს და ეს ჯერ არ ამოქმედებულა. ქვეყანა ჩვენგან მმართველობის გაგრძელებას ელის. ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებ და რაც კაბინეტმა უნდა გააკეთოს“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში.

კაბინეტის შეხვედრამდე რამდენიმე უმცროსმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა, ხოლო „ლეიბორისტული პარტიის“ 80-ზე მეტმა დეპუტატმა სტარმერს გადადგომის თარიღის გამოცხადებისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, 7 მაისს დიდ ბრიტანეთში გამართულ ადგილობრივ არჩევნებში მმართველი „ლეიბორისტული პარტია“ დამარცხდა. 136 ადგილობრივ საბჭოში ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით, ნაიჯელ ფარაჯის პარტიამ „გაერთიანებული სამეფოს რეფორმა“ 1453 ადგილი მოიპოვა და პირველი ადგილი დაიკავა. „ლეიბორისტულმა პარტიამ“ 1068 ადგილი

მოიპოვა და წინა არჩევნების შედეგებთან შედარებით მისი მანდატების რაოდენობა 1496-ით შემცირდა. „ლიბერალ-დემოკრატებმა“ 844 ადგილი მოიპოვეს, რაც წინა მაჩვენებელზე 155-ით მეტია. „კონსერვატორებმა“ 801 მანდატი მიიღეს და მათი მაჩვენებლები 563-ით შემცირდა. „მწვანეთა პარტიამ“ 587 მანდატი მიიღო და წინა არჩევნებთან შედარებით მათი მაჩვენებელი 411-ით გაიზარდა

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე