დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - პირველი ნაბიჯი სტუმრების მიღებაა, რომლებიც ვფიქრობ, 17 მაისისთვის მოახერხებენ ჩამოსვლას - ყველა ეკლესიას გავუგზავნით მოწვევას, შემდეგ გვეცოდინება ვინ, როგორ გამოგვეხმაურება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ახალი პატრიარქი - შიო მესამე სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრებს 17 მაისისთვის მიიღებს.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, საპატრიარქო მოწვევას ყველა ეკლესიას გაუგზავნის.

„დღეს არის ისტორიული დღე, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება საქართველოს პატრიარქის არჩევა. ვნახეთ, როგორი ამაღლებული იყო არჩევნების დღეც, დღევანდელი მსახურებაც, პატრიარქის ინტრონიზაცია იყო ძალიან ამაღლებული. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი წყდებოდა, საზოგადოებაში დაძაბულობაც იგრძნობოდა, როგორც აქამდე განვაცხადეთ, სინოდის ერთსულოვნება ყველასთვის თვალსაჩინო გახდა. სინოდის მონდომებამ, რომ ეკლესია ერთიანობას ინარჩუნებდეს ყველაზე რთულ პერიოდშიც კი, სამაგალითოა მთელი ერისათვის, არჩევნები იქნება ეს თუ, აზრთა სხვადასხვაობა, შეიძლება კამათი, მაგრამ ზღვარი აქვს ყველა კამათს და გამონათქვამს.... დღეს, ყველა ეპისკოპოსი ულოცავს კათოლიკოს - პატრიარქს ინტრონიზაციის დღეს, დღეს, ყველა საპატრიარქო კანდიდატი და მათი მომხრეებიც არიან ერთსულოვნები და სიხარულით აღსავსენი. ერთი დეტალი მინდა გითხრათ, როცა ჩვენ დაორგანიზებაზე ვმუშაობდით, ერთად ვმუშაობდით ეს ჯგუფები, კათოლიკოს - პატრიარქობის სხვადასხვა კანდიდატის ჯგუფები ერთად ვმუშაობდით, რომ ყველაფერი ისეთი ყოფილიყო, რომელიც სანიმუშო იქნებოდა როგორც ეკლესიებისთვის, ასევე, ერის ხალხისთვის“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

კითხვაზე, რა არის პირველი ნაბიჯი, რასაც ის ახალი პატრიარქისგან ელოდება, ჯაღმაიძემ უპასუხა, რომ პატრიარქი შიო მესამე სტუმრებს მიიღებს.

„პირველი ნაბიჯი სტუმრების მიღებაა, რომლებიც ვფიქრობ, 17 მაისისთვის მოახერხებენ ჩამოსვლას. ყველა ეკლესიას გავუგზავნით მოწვევას, შემდეგ გვეცოდინება ვინ, როგორ გამოგვეხმაურება“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

კითხვაზე, ყველა ეკლესიაში იგულისხმება თუ არა, ჩრდილოელი მეზობელიც, ჯაღმაიძემ დადებითი პასუხი გასცა.

„რა თქმა უნდა. ჩრდილოელ მეზობელს სახელი ჰქვია - რუსეთის ეკლესია, რა თქმა უნდა. ყველას გავუგზავნით, ჯერ არ არის გაგზავნილი. [პროტოკოლით] შეგიძლია იმავე დღეს გაგზავნო და მეორე დღესაც“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

კითხვაზე, მსოფლიო პატრიარქის ჩამოსვლას ელოდებიან თუ არა, მან ასე უპასუხა:

„ვინ იცის, ვერ გეტყვით, არ არის გამორიცხული“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა შეწყალებას საპატრიარქო კვლავ მოითხოვს თუ - არა.

„ახალი არაფერი მაქვს სათქმელი, ჩვენ რამდენჯერმე ხომ მივმართეთ, თუ შესაძლებელი იქნებოდა, მსუბუქი დანაშაულის მქონე პატიმრებისთვის სხვანაირად განემარტათ მათი ბრალი და თუ შესაძლებელი იყო, შეემსუბუქებინათ. ამაზე საუბარი რამდენჯერმე გვქონდა და არ გამოვრიცხავ, ამაზე კიდევ გვქონდეს საუბარი, რადგან ეს ხალხი უცხო არ არის ჩვენთვის, არც ეკლესიისთვის და ზოგ შემთხვევაში პირადი ურთიერთობაც გვაქვს“,- განაცხადა ჯაღმაიძემ.

კითხვაზე, პოლიტიკურად ორ ნაწილად გახლეჩილი საზოგადოების შერიგების მცდელობა ექნებათ თუ არა მათ, ჯაღმაიძემ დადებითი პასუხი გასცა.

„ჩვენ შევძლებთ შერიგებას, აი, ამ რთულ პერიოდში შევძლებთ შერიგებას, როცა მთელი ერი იქნება საღვთო მსახურებაში, როცა ყველა მოინდომებს, რომ ღმერთის მსახურებაში ჩაერთოს“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე