მეუფე დანიელი - შეწყალება ქრისტიანული სათნოებაა და იმედი მაქვს, რომ შესაძლებელია, ასეთი რამ განხორციელდეს

საერთოდ, შეწყალება ქრისტიანული სათნოებაა და იმედი მაქვს, რომ შესაძლებელია, ასეთი რამ განხორციელდეს, - ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პატიმრების შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ადამიანი, რომელიც თავის შეცდომას მოინანიებს შეიძლება, რომ იყოს შეწყალებული,“ - განაცხადა მეუფე დანიელმა.

გარდა ამისა, მეუფე დანიელმა ახალი პატრიარქის ინტრონიზაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „უნდა გაგრძელდეს ის გზა, რომლითაც პატრიარქი ილია II მოდიოდა“.

„კონკრეტულად, გატარდება ყველა ის [რეფორმა], რაც საჭიროა ჩვენი საეკლესიო ცხოვრებისთვის და რაც საჭიროა ჩვენი საზოგადოებისთვის,“ - აღნიშნა მან.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა