საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმ. ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და საქართველოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულს ზეიმობს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენებასა და საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულს აღნიშნავს.

მათივე ცნობით, ანდრია პირველწოდებული საქართველოში განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს, რადგან მოციქული ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელი და გამავრცელებელია.

„წმინდა მოციქულს უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ის პირველი დაემოწაფა ქრისტეს და ამიტომაც ეწოდა მას პირველწოდებული.

დღესვე საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობას დღესასწაულობს, რადგან 2 ათასი წლის მანძილზე ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენამ დიდწილად განსაზღვრა ქვეყნის თვითმყოფადობა, კულტურა და ისტორია.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს დღესასწაულებს, მშვიდობასა და სიხარულს უსურვებს მათ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა