მეუფე მიქაელი - ჩვენ ვერც ვერავის დავიჭერთ და ვერც ვერავის გამოვუშვებთ, ეს არის სახელმწიფოს საქმე - საერთოდ, მონანიება არის პირველი, არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია გამოვიდეს და თქვას, არ ვინანიებ ჩემს ცოდვებსო და სწორი იქნება?

ჩვენ ვერც ვერავის დავიჭერთ და ვერც ვერავის გამოვუშვებთ, ეს არის სახელმწიფოს საქმე. ჩვენ შეგვიძლია მოგიხსენიოთ ლოცვებში - მე თვითონ მაბარია მსჯავრდებულები, მე ვარ ამ განყოფილების უფროსი და დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი სულ ყველას - ამის შესახებ თიანეთის და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტმა, მეუფე მიქაელმა (გაბრიჭიძე) ჟურნალისტებს პატიმრების შეწყალების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის სინოდის სახელით ვერ ისაუბრებს.

„შეწყალებაზე ჩემზე კარგი პოზიცია არავის აქვს დედამიწის ზურგზე. მე თვითონ მაბარია მსჯავრდებულები, მე ვარ ამ განყოფილების უფროსი. დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი სულ ყველას. რაც შეეხება კონკრეტულად მზია ამაღლობელს, მე ის თავად მოვინახულე როცა დაიჭირეს. გასაუბრებები მქონდა და მზია ამაღლობელმაც გარკვეული აზრები მითხრა. ჩვენ ვერც ვერავის დავიჭერთ და ვერც ვერავის გამოვუშვებთ, ეს არის სახელმწიფოს საქმე. ჩვენ შეგვიძლია მოგიხსენიოთ ლოცვებში. მე ამ წუთას სინოდის სახელით ვერ ვისაუბრებ. საერთოდ მონანიება არის პირველი. არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია გამოვიდეს და თქვას, რომ მე არ ვინანიებ ჩემს ცოდვებსო? და სწორი იქნება?“, - განაცხადა მიტროპოლიტმა მიქაელმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა