უნგრეთის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის მიერ წარდგენილ, 16 მინისტრის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

უნგრეთში ახალი მთავრობა ჩამოყალიბდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

უნგრეთის პრეზიდენტმა, ტომაშ შუიოკმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის მიერ წარდგენილ, 16 მინისტრის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

მინისტრებისთვის თანამდებობაზე დანიშვნის მოწმობების გადაცემის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ანიტა ორბანი გახდა, თავდაცვის მინისტრის თანამდებობა რომულუს რუსინ-სენდიმ, ხოლო ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა იშტვან კაპიტანიმ დაიკავა.

ადგილობრივი დროით 16:00 საათზე პეტერ მადიარი მინისტრებს პარლამენტში წარადგენს, ხოლო შემდეგ ისინი დეპუტატების წინაშე ფიცს დადებენ.

შეგახსენებთ, პეტერ მადიარი უნგრეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გასულ შაბათს დაამტკიცა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა