საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელი, დმიტრი ოლისოვი შიო III-ს პატრიარქად აღსაყდრებას ულოცავს

საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელი, დმიტრი ოლისოვი შიო III-ს პატრიარქას აღსაყდრებას ულოცავს.

ოლისოვის განცხადებას საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

განცხადებაში შიო III მოხსენიებულია როგორც “სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი”.

“თქვენი სახით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრმა 1700 წლის ივერიის სახელგანთქმულმა ეკლესიამ იპოვა ახალი წინამძღვარი და მარადსახსენებელი უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ღვაწლის ღირსეული გამგრძელებელი.

რუსეთში დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ ასეთი გამოცდილი ეპისკოპოსის არჩევის ამბავს, რომელიც მამობრივი სიბრძნითა და მსოფლიო მართლმადიდებლობის კანონიკური საფუძვლებისადმი უკომპრომისო ერთგულებით არის ცნობილი. იმედი მაქვს, რომ თქვენი მომავალი საპატრიარქო მსახურება ასევე ხელს შეუწყობს რუსეთისა და საქართველოს დაძმობილებულ ეკლესიებს შორის ტრადიციულად ნდობით სავსე კავშირების განმტკიცებას”, - წერს ოლისოვი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები