BBC - დიდ ბრიტანეთში ოთხმა მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა

დიდ ბრიტანეთში ოთხმა მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ BBC-ი წერს.

BBC-ის ცნობით, თანამდებობა დატოვა ჯანდაცვის მინისტრმა ზუბირ აჰმედმა. მან გადადგომის შესახებ განცხადებაში აღნიშნა, რომ აშკარაა, საზოგადოებამ „შეუქცევადად დაკარგა ნდობა თქვენი, როგორც პრემიერ-მინისტრის მიმართ“.

მედიის ცნობით, დღეს, პირველმა, გადადგომის შესახებ მინისტრმა მიატა ფანბულემ განაცხადა, რომელმაც პრემიერ-მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ ქვეყანა ცვლილებებისკენ ისწრაფვის, მაგრამ „საზოგადოებას არ სჯერა, რომ თქვენ შეგიძლიათ ამ ცვლილებების წარმართვა - და არც მე“.

რამდენიმე საათის შემდეგ, ჯეს ფილიპსმა გამოაცხადა, რომ ის ტოვებს უსაფრთხოების მინისტრის თანამდებობას და სტარმერს უთხრა, რომ „მნიშვნელობა საქმეებს აქვს და არა სიტყვებს“.

მედიის თანახმად, ალექს დევის-ჯონსმა მალევე მიბაძა მას და მოუწოდა პრემიერ-მინისტრს, „იმოქმედოს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე".

გამოცემის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ სტარმერის გადადგომის ან მისი გადადგომის ვადის დადგენის მოწოდებით პარლამენტის წევრების რიცხვიც იზრდება, ასევე, პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერას უცხადებენ.

პარლამენტში „ლეიბორისტული პარტიის“ 110-მა წევრმა ხელი მოაწერა განცხადებას, რომელშიც პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

„ერთად ვიმუშაოთ იმ ცვლილებების მისაღწევად, რაც ქვეყანას სჭირდება. ჩვენ ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება... ახლა ლიდერობის კონკურსის დრო არ არის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ განაცხადა, რომ კირ სტარმერს მისი „სრული მხარდაჭერა“ აქვს და ლეიბორისტ კოლეგებს მოუწოდა, უკან დაიხიონ და „ჩაისუნთქონ“.

„ჩვენ ქვეყანა პარტიაზე წინ უნდა დავაყენოთ“, - განაცხადა ლემიმ.

ის დასძენს, რომ ვინც სტარმერს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას სთავაზობს, „უნდა თქვან, რომელი კანდიდატი იქნება უკეთესი“.

ცნობისთვის, 7 მაისს დიდ ბრიტანეთში გამართულ ადგილობრივ არჩევნებში მმართველი „ლეიბორისტული პარტია“ დამარცხდა. 136 ადგილობრივ საბჭოში ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით, ნაიჯელ ფარაჯის პარტიამ „გაერთიანებული სამეფოს რეფორმა“ 1453 ადგილი მოიპოვა და პირველი ადგილი დაიკავა. „ლეიბორისტულმა პარტიამ“ 1068 ადგილი მოიპოვა და წინა არჩევნების შედეგებთან შედარებით მისი მანდატების რაოდენობა 1496-ით შემცირდა. „ლიბერალ-დემოკრატებმა“ 844 ადგილი მოიპოვეს, რაც წინა მაჩვენებელზე 155-ით მეტია. „კონსერვატორებმა“ 801 მანდატი მიიღეს და მათი მაჩვენებლები 563-ით შემცირდა. „მწვანეთა პარტიამ“ 587 მანდატი მიიღო და წინა არჩევნებთან შედარებით მათი მაჩვენებელი 411-ით გაიზარდა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე