ვოლოდიმირ ზელენსკი - სამდღიანი ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ რუსეთი აგრძელებს უკრაინელების მოკვლას და დასახიჩრებას - მოსკოვზე ზეწოლა არანაირად არ უნდა შემცირდეს

სამდღიანი ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ რუსეთი აგრძელებს უკრაინელების მოკვლას და დასახიჩრებას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რუსეთზე ზეწოლა არ უნდა შემცირდეს.

“დრონებით რუსეთის ცინიკურმა თავდასხმამ მიზანში ჩვეულებრივი საცხოვრებელი შენობა ამოიღო კრივი რიჰში, რომელსაც არანაირი სამხედრო დანიშნულება არ ჰქონდა. ამ მომენტისთვის არსებული ცნობებით, ორი მოხუცი ადამიანი მოკლეს. მათი 9 თვის შვილიშვილი საავადმყოფოშია სერიოზული დაზიანებებით. ჩვენი ექიმები ყველაფერს აკეთებენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად.

სამდღიანი ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ რუსეთი აგრძელებს უკრაინელების მოკვლას და დასახიჩრებას. ასე რომ, რუსეთზე ზეწოლა არანაირად არ უნდა შემცირდეს. მხოლოდ ერთობლივ მტკიცე ზეწოლასა და უკრაინის გაძლიერებას, მათ შორის ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას, შეუძლია აგრესორის დიპლომატიისკენ იძულება, საიმედო მშვიდობისა და მკვლელობების შეწყვეტისთვის”, - წერს ზელენსკი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები