დონალდ ტრამპი - სი ძინპინთან ირანთან დაკავშირებით ხანგრძლივი საუბარი მექნება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, პეკინში ვიზიტის დროს ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან ირანის ომზე ხანგრძლივ საუბარს გეგმავს.

ამასთან, ტრამპის თქმით, არ ფიქრობს, რომ აშშ-ს ირანთან კონფლიქტის დასასრულებლად ჩინეთის დახმარება დასჭირდება.

„არა მგონია, ირანთან რაიმე დახმარება დაგვჭირდეს. მშვიდობიანად თუ სხვაგვარად მოვიგებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთში გამგზავრებამდე.

კითხვაზე, რა გზავნილი აქვს სი ძინპინს ირანთან დაკავშირებით, ტრამპმა უპასუხა: „გულწრფელად რომ ვთქვა, ის შედარებით კარგად იქცევა. ბლოკადას თუ შეხედავთ, პრობლემა არ არის. ისინი ნავთობის დიდ ნაწილს ამ ტერიტორიიდან იღებენ. არანაირი პრობლემა არ გვქონია. ის ჩემი მეგობარია“.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი ჩინეთში გაემგზავრა. ტრამპს თან ახლავს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი ჯემისონ გრირი, ერიკ და ლორა ტრამპები და სხვები.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები