სერბეთი ნატო-სთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მასპინძლობს

სერბეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სერბეთის ისტორიაში პირველად, ქვეყანა ნატო-სთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მასპინძლობს.

წვრთნები, სახელწოდებით „ნატო-სერბეთი“, ნატო-ს „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამის ფარგლებში ტარდება და 23 მაისამდე გაგრძელდება.

სერბეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 600 ჯარისკაცი სერბეთიდან, იტალიიდან, რუმინეთიდან და თურქეთიდან, ასევე დამკვირვებლები ნატო-ს სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის გერმანიიდან.

„ეს მნიშვნელოვანი წვრთნებია. სერბეთი მასპინძელი ქვეყანაა და წვრთნები სერბეთის სამხედრო ნეიტრალიტეტის პოლიტიკის სრული დაცვით ტარდება“, - განაცხადა ნატო-ს ოფიციალურმა პირმა მედიასთან საუბარში.

ცნობისთვის, სერბეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი არ არის. ბელგრადი ამას ქვეყნის ნეიტრალიტეტის პოლიტიკით ხსნის. თუმცა, ქვეყანა თითქმის 20 წელია ნატო-ს „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამის წევრია და ალიანსის წვრთნებში. რეგულარულად მონაწილეობს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები