Reuters - საუდის არაბეთმა ირანზე ფარული დარტყმები განახორციელა

საუდის არაბეთმა ირანზე მრავალი საპასუხო გაუხმაურებელი დარტყმა განახორციელა, - ინფორმაციას Reuters-ი დასავლელ და ირანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters-ი წერს, რომ საუდის არაბეთის თავდასხმები, რომელთა შესახებაც აქამდე არაფერი იყო ცნობილი, პირველი შემთხვევაა, როდესაც სამეფომ პირდაპირ განახორციელა სამხედრო ქმედება ირანის ტერიტორიაზე და აჩვენებს, რომ ერ-რიადი გაცილებით გაბედულად იცავს თავს რეგიონული მეტოქისგან.

ორი დასავლელი ჩინოვნიკის თქმით, საუდის არაბეთის საჰაერო ძალებმა დარტყმები მარტის ბოლოს განხორციელდა. ერთ-ერთმა მათგანმა განმარტა, რომ ეს იყო პასუხი ირანის მიერ საუდის არაბეთზე განხორციელებული დარტყმისთვის.

Reuters-ი წერს, რომ კონკრეტული სამიზნეების შესახებ ინფორმაცია ვერ მოიპოვა.

სააგენტოს ცნობით, კომენტარის მოთხოვნის საპასუხოდ, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა პირდაპირ არ დააკონკრეტა, განხორციელდა თუ არა დარტყმები. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი სააგენტოს შეკითხვას არ უპასუხა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები