უკრაინის ომბუდსმენი - უკრაინამ რუსეთს ტყვეების გაცვლისთვის სიები გადასცა - მოსკოვი პროცესს აჭიანურებს

უკრაინულმა მომლაპარაკებელთა ჯგუფმა დიდი ხნის წინ გადასცა რუსეთს სიები „1000 1000-ის სანაცვლოდ“ ტყვეების გაცვლის ფორმატისთვის, თუმცა მოსკოვი ამ პროცესს აჭიანურებს და ამაში უკრაინას ადანაშაულებს.

ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა.

მისი თქმით, გაცვლაზე მუშაობა არ შეჩერებულა, თუმცა პროცესი ჭიანურდება.

„მაშინაც კი, როცა რუსებთან რაღაცაზე თანხმდები, ვერასდროს იქნები 100%-ით დარწმუნებული, რომ რუსული მხარე შეასრულებს ვალდებულებებს. სინამდვილეში, მუშაობა არ შეჩერებულა. მუშაობა და მოლაპარაკებები ყოველდღიურად მიმდინარეობს“, - განაცხადა ლუბინეცმა.

მისი თქმით, უკრაინამ შეასრულა ყველა ვალდებულება: სიები გადაცემულია და მომლაპარაკებელმა ჯგუფმა შეასრულა ყველა ვალდებულება. ახლა გადაწყვეტილება რუსეთზეა დამოკიდებული, თუმცა მოსკოვი პროცესს აჭიანურებს და ცდილობს მანიპულირებას.

შეგახსენებთ, 8 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გამოაცხადა. მისი განმარტებით, დროებითი ზავი მოიცავდა თითოეული ქვეყნის მხრიდან 1 000 ტყვის გაცვლას. მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კიევმა ტყვეების გაცვლის არცერთი წინადადება არ წარმოადგინა და „რადარებიდან გაქრა“. „ისინი საერთოდ გაქრნენ რადარებიდან და პირდაპირ განაცხადეს, რომ ამ გაცვლისთვის მზად არ არიან“, - აღნიშნა პუტინმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები