დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ვენესუელა აშშ-ის 51-ე შტატად არის გამოსახული

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ვენესუელა აშშ-ის 51-ე შტატად არის გამოსახული.

დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე სამხრეთ ამერიკის რუკის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ვენესუელა აშშ-ის დროშის ფერებშია გამოსახული, წარწერით „51-ე შტატი“.

ცნობისთვის, ორშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-ს განუცხადა, რომ „სერიოზულად განიხილავს ვენესუელის აშშ-ის 51-ე შტატად ქცევას“.

დონალდ ტრამპის კომენტარის შემდეგ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ ქვეყანა აშშ-ის 51-ე შტატად გახდომას არ განიხილავს.

„ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი დამოუკიდებლობისა და ჩვენი ისტორიის დაცვას გავაგრძელებთ. ვენესუელა კოლონია არ არის“, - აღნიშნა როდრიგესმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები