სერგეი ლავროვი - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის მიმართ ჯო ბაიდენის პოლიტიკას აგრძელებს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის მიმართ ჯო ბაიდენის პოლიტიკას აგრძელებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა RT India-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ბევრის თქმა შეიძლება იმის შესახებ, რომ რუსეთსა და აშშ-ს ურთიერთსასარგებლო, თანამედროვე, ტექნოლოგიური, ენერგეტიკული და სხვა სახის პროექტების განხორციელების უზარმაზარი პერსპექტივები აქვთ. მაგრამ, რეალურად არაფერი ხდება. იმ რეგულარული დიალოგის გარდა, რაც ადამიანებსა და სახელმწიფოებს შორის ნორმალურია, ყველაფერი იმავე ხაზზე რჩება, რაც ჯო ბაიდენმა წამოიწყო. მისი პრეზიდენტობის პერიოდში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქცია ძალაში რჩება. მეტიც, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკვე საკუთარ ინიციატივებსაც ახორციელებს რუსეთის ეკონომიკური „დასჯის“ მიზნით“, - განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთი აფასებს, რომ დონალდ ტრამპმა რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან დიალოგი წამოიწყო.

„ჩვენ კომუნიკაცია სხვადასხვა დონეებზეც გვქონდა, მაგალითად სახელმწიფო მდივანსა და თქვენს მონა-მორჩილს შორის. ასევე, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელს შეხვდა“, - აღნიშნა ლავროვმა.

ლავროვის განცხადებით, აშშ სხვადასხვა ქვეყნებზე ზეწოლას ახორციელებს, რომ ნავთობი რუსეთიდან არ შეიძინონ.

„საქმე იმაშია, რომ ისინი ცდილობენ ყველას აიძულონ, რუსეთიდან იაფი ნავთობი კი არ შეიძინონ, არამედ ძვირადღირებული ნავთობი და თხევადი ბუნებრივი აირი აშშ-დან იყიდონ. ამ გზით ისინი მსოფლიოს მართვას გლობალური ენერგეტიკის კონტროლის გზით ცდილობენ“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს