ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი დარტყმებს აგრძელებს და ჩვენს სარკინიგზო ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო ობიექტებს მიზანში განზრახ იღებს

რუსეთი დარტყმებს აგრძელებს და ჩვენს სარკინიგზო ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო ობიექტებს მიზანში განზრახ იღებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინის საჰაერო სივრცეში ასობით დრონი რჩება და შესაძლოა, დღის განმავლობაში დრონებით თავდასხმების რამდენიმე ტალღა განხორციელდეს.

„ღამით დარტყმები დნიპროსა და ხარკოვში მდებარე საცხოვრებელ და სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე, ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურასა და პოლტავის ოლქის ენერგეტიკულ ობიექტებზე განხორციელდა. ჩვენი მებრძოლები ამ თავდასხმებს წინააღმდეგობას უწევენ და მხოლოდ გასულ ღამეს 111 დრონი გაანეიტრალეს“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, „ყოველ ჯერზე, როდესაც ომი ახალი ამბებიდან ქრება, ეს რუსეთს უფრო მეტი სისასტიკისკენ უბიძგებს“.

„უკრაინას ყოველდღიურად თავის დასაცავად შესაძლებლობები სჭირდება და ამის უზრუნველყოფა მხოლოდ ძლიერი ერთობლივი მოქმედებით შეიძლება“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები