პიტ ჰეგსეთის განცხადებით, პენტაგონმა უკრაინაში დრონების გამოყენების შესასწავლად სამხედროები გაგზავნა

აშშ-ის ომის მინისტრის პიტ ჰეგსეთის განცხადებით, პენტაგონმა უკრაინაში სამხედრო მოსამსახურეები გაგზავნა, რათა რეალურ საბრძოლო პირობებში დრონების გამოყენება ისწავლონ. უკრაინული მედიის ცნობით, ჰეგსეთმა ეს განცხადება სენატის საკომიტეტო მოსმენაზე გააკეთა.

მოსმენის დროს უმცირესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა უკრაინას „ომის სილიკონის ველი“ უწოდა და ჰეგსეთს ჰკითხა, მხარს უჭერს თუ არა პენტაგონის ოფიციალური პირების ქვეყანაში გამგზავრებას, რათა მათ გამოცდილებიდან ისწავლონ.

ჰეგსეთმა ხაზი გაუსვა, რომ მან პირადად დაამტკიცა დამატებითი პერსონალის უკრაინაში გაგზავნა.

„პირადად დავამტკიცე დამატებითი პერსონალის განლაგება დრონების ბრძოლის ველის შესასწავლად - როგორც შეტევითი, ასევე თავდაცვითი - რათა შევძლოთ ამ კონფლიქტიდან ყველა შესაძლო გაკვეთილის ათვისება და მათი რეალურ დროში გამოყენება, როდესაც ვახორციელებთ თავდაცვით და შეტევით ოპერაციებს იმ ეპოქაში, როდესაც დრონების დომინირება აუცილებელი გახდა“, - განაცხადა აშშ-ის ომის მინისტრმა.

ცნობისთვის, გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-სა და უკრაინის მთავრობებმა მოამზადეს მემორანდუმის პროექტი, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნებს შორის დრონების სფეროში შესაძლო ახალი თავდაცვის შეთანხმების პირობებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები