ვოლოდიმირ ზელენსკი რუმინეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი მეუღლე, ოლენა ზელენსკა რუმინეთში ჩავიდნენ.

ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი შეხვედრებია დაგეგმილი.

„რუმინეთში პირველ ლედისთან ერთად ჩავედი. დღეს აქ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების მონაწილეობით „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტი იმართება. სამიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრებია დაგეგმილი. მსოფლიოში ყველას გვჭირდება ერთობლივი გადაწყვეტილებები და ერთობლივი მუშაობა, რათა ყველასთვის მეტი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. დამატებით რესურსებს მოვიზიდავთ ჩვენი თავდაცვისთვის და გავაფართოვებთ „დრონების შესახებ შეთანხმებების“ ფორმატს“, - წერს ზელენსკი.

მისი ინფორმაციით, უკრაინის პირველი ლედი რუმინეთის პირველ ლედის შეხვდება და მონაწილეობას მიიღებს რუმინეთის უნივერსიტეტების უკრაინული კვლევების გლობალურ კოალიციაში გაწევრიანების შესახებ მემორანდუმების ხელმოწერაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები