პოლონეთის პრეზიდენტი - რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია არა იზოლირებული კონფლიქტი, არამედ მთელი ევროატლანტიკური უსაფრთხოების წესრიგისთვის გამოწვევაა - ნატო-მ მკაფიო სიგნალი უნდა გააგზავნოს, რომ ის ერთიანია

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია არა იზოლირებული კონფლიქტი, არამედ მთელი ევროატლანტიკური უსაფრთხოების წესრიგისთვის პირდაპირი გამოწვევაა, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ რუმინეთში, „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტის გახსნისას განაცხადა.

„ჩვენ ევროპას ვაფრთხილებდით, რომ რუსეთის რევიზიონიზმი დროებითი არ იყო და რომ იმპერიული აზროვნება დაბრუნდა. ჩვენ ევროპას ვაფრთხილებდით, რომ შეკავება მხოლოდ ფურცელზე ვერ იარსებებდა. დღეს ვერავინ იტყვის, რომ მათი გაფრთხილება არ მომხდარა“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ივლისში დაგეგმილ სამიტზე „ნატო-მ მკაფიო სიგნალი უნდა გააგზავნოს, რომ ის ერთიანია და მზადაა მოკავშირეების ტერიტორიის დასაცავად“.

„არანაირი ეჭვი არ უნდა არსებობდეს იმის შესახებ, თუ ვინ დაიწყო ეს სასტიკი ომი. ჩვენ ასევე ბელარუსის როლი უნდა გავაცნობიეროთ, რომელიც რუსეთის სამხედრო მოქმედებების მხარდაჭერას აგრძელებს და მას საკუთარი ტერიტორიიდან ნატო-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების წინააღმდეგ მტრული ჰიბრიდული ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს. ჩვენ ერთობლივად უნდა უზრუნველვყოთ, რომ თუ ჩვენი საზღვრების აღმოსავლეთით მშვიდობა მიიღწევა, მაშინ ის სამართლიანი უნდა იყოს“, - აღნიშნა ნავროცკიმ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები