რუსული მედია - რუსეთის სახელმწიფო დუმამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც საზღვარგარეთ დაკავებული რუსეთის მოქალაქეების დასაცავად შეიარაღებული ძალების გამოყენების უფლებას იძლევა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც საზღვარგარეთ დაკავებული რუსეთის მოქალაქეების დასაცავად შეიარაღებული ძალების გამოყენების უფლებას იძლევა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა მეორე და მესამე მოსმენით მიიღეს კანონპროექტი, რომელიც საზღვარგარეთ დაკავების, სისხლისსამართლებრივი ან სხვა სახის დევნის შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეების დასაცავად ქვეყნის შეიარაღებული ძალების გამოყენების უფლებას ითვალისწინებს.

კანონპროექტის თანახმად რუსეთის სახელმწიფო უწყებები შეიარაღებული ძალების გამოყენებას ქვეყნის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეძლებენ.

ახლა კანონპროექტს ხელი რუსეთის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს, ხოლო ძალაში მისი გამოქვეყნებიდან 10 დღის შემდეგ შევა.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
ახალი სიტყვა ელექტრომობილების ინდუსტრიაში - Lexus RZ-ს უკვე საქართველოშია
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ზოგჯერ შიში მხოლოდ ხმაა — როგორ აქცია „ბლიც დენტალმა“ სტომატოლოგიური ხმები მუსიკად
„მეტროპოლი“ 1 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს ქავთარაძის პროექტში ბინას სპეციალური პირობებით სთავაზობს
ბრიტანულ-ქართულ აკადემიას საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) წევრობის სტატუსი მიენიჭა