“პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი” - გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებული პოლიციელის დაკავება მცირე წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა არ ცვლის საქართველოში ჟურნალისტების უსაფრთხოების ფართო სურათს

მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტზე თავდასხმაში ბრალდებული პოლიციელის დაკავება მცირე წინგადადგმული ნაბიჯია, ეს არ ცვლის საქართველოში ჟურნალისტების უსაფრთხოების ფართო სურათს, სადაც პოლიციისა და სხვა სამოქალაქო პირების მიერ მედიის თანამშრომლებზე თავდასხმების აბსოლუტური უმრავლესობა დაუსჯელი რჩება. ამის შესახებ განცხადებას “პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი” ავრცელებს.

კერძოდ, “პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი” თავისი განცხადებით ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმისთვის ბრალდებული სპეცრაზმის თანამშრომლის დაკავებას ეხმაურება.

“სავარაუდო დამნაშავის დაკავება მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტურმა გამოძიებებმა საჯაროდ დაადგინეს შესაბამისი პოლიციელის ვინაობა და არა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული შიდა გამოძიების შედეგად.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მცირე წინგადადგმული ნაბიჯია, ეს არ ცვლის საქართველოში ჟურნალისტების უსაფრთხოების უფრო ფართო სურათს, სადაც პოლიციისა და სხვა სამოქალაქო პირების მიერ მედიის თანამშრომლებზე თავდასხმების აბსოლუტური უმრავლესობა დაუსჯელი რჩება”, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2024 წლის დეკემბერი-ნოემბრის პერიოდში დოკუმენტირებულია პოლიციის მიერ ცრემლსადენი გაზის, ე.წ. წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლისა, სხვა ტოქსიკური ნივთიერებებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიან პროტესტებს აშუქებდნენ, ისევე, როგორც თავად დემონსტრანტების წინააღმდეგ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები