უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, რუსეთის მიერ დრონებით თავდასხმის დაგმობისთვის, უნგრეთს მადლობას უხდის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა უნგრეთს მადლობას უხდის რუსეთის მეირ დრონებით თავდასხმის დაგმობისთვის.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

კერძოდ, სიბიგა მადლობას თავის უნგრელ კოლეგას, ანიტა ორბანს უხდის.

“მადლობა, ანიტა ორბან, თქვენი სწრაფი და ნათელი რეაგირებისთვის რუსულ დარტყმებზე. დღეს კიდევ ერთი მასიური თავდასხმის წინაშე ვართ. ეს ტერორი კოლექტიური ქმედებების შედეგად უნდა დასრულდეს - რათა მთელი ევროპა იყოს უსაფრთხოდ. ყოველ შესაძლებლობას გამოვიყენებთ ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად”, - წერს სიბიგა.

ცნობისთვის, აქამდე უნგრულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ანიტა ორბანმა მთავრობის სახელით კომენტარი გააკეთა რუსეთის მიერ დრონებით უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დარტყმებზე.

“მუდმივი კონტაქტი გვაქვს ჩვენს კონსულთან, არაერთხელ გვილაპარაკია მასთან ტელეფონით და ინფორმაცია მოგვითხოვია ადგილზე არსებულ ვითარებაზე. მტკიცედ ვგმობთ თავდასხმას და ვიმედოვნებთ, რომ არავინ არ დაშავდა”, - განაცხადა ორბანმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები