დაივიწყეთ, არ არსებობს არანაირი შანსი იმისა, რომ დღევანდელმა ბრიუსელმა გადადგას რამე ნაბიჯი, რამე ობიექტურ ანალიზზე დაფუძნებით, ეს არის ჩვეულებრივი, ცივად გათვლილი პოლიტიკური გეგმები, რომელშიც ჩვენ ვართ მხოლოდ ინსტრუმენტი, არანაირი ინტერესი საქართველოს მიმართ არ აქვთ, მხოლოდ ერთი ინტერესი აქვთ, როგორ დააზიანონ ჩვენი მეშვეობით რუსეთი, ჩვენ ვართ მხოლოდ იარაღი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მან ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ევროპის პოლიტიკური ინსტიტუტის კვლევასთან დაკავშირებითაც, რომლის მიხედვითაც, „საქართველომ მონტენეგროსთან ერთად უმაღლესი შეფასება დაიმსახურა, მათ შორის, სამართლის უზენაესობის მიმართულებითა და ანტიკორუფციული სისტემის მუშაობით“. პაპუაშვილის თქვით, „ასეთი რამ ბრიუსელს არ აინტერესებს“.
„აღარ ვიცი, თავს რატომ იწუხებენ ისინი კვლევით, ან ჩვენ თავს ვიწუხებთ კითხვით, რადგან ვხედავთ, რომ ბრიუსელს ასეთი რამე არ აინტერესებს - კვლევა, ემპირიული ანალიზი, ფაქტები, ბრიუსელის ინტერესი არ არის. იციან, რასა იუკნევიჩანე რასაც იტყვის, ის არის სიმართლე, მორჩა. ჩვენ ვიმყოფებით ახალ ეპოქაში, როცა იტყვიან თეთრზე შავს და იტყვიან, მე მაქვს ატომური ბომბი, ამიტომ თეთრზე ვიტყვი შავს და შენ უნდა გაიმეორო, რომ თეთრი არის შავი, მე მაქვს ეკონომიკური ბერკეტებიო გეტყვის ბრიუსელი, ამიტომ შავზე ვიტყვი თეთრს და შენ უნდა თქვა, რომ დიახ, ეს არის თეთრიო. არანაირი სამართლიანი, ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგი აღარ არსებობს, ეს არის ჩვეულებრივი ძალის პოლიტიკა, რომელსაც ვხედავთ, რომ ბრიუსელი სულ უფრო მეტად იყენებს, მათ შორის, საგარეო პოლიტიკური ხელმძღვანელობის ხელში, რომელშიც დღეს არის, ეს არის სწორედ ესტონიზაცია ევროკავშირის, რაზეც თეთრ სახლშიც საუბრობდნენ. ჩვენმა მოქალაქეებმა იციან, 10 არჩევნები მოვიგეთ, მე-11, მე-12 და ა.შ. მოვიგებთ, რადგან ეს არის სიმართლე, მაგრამ ნუ სხვა რა ვქნათ, ევროკავშირის ელჩს რომ ვუთხრათ, ეს არის სიმართლეო, ხომ არ აინტერესებს, მისთვის ავტორიტეტია რასა იუკნევიჩიანეს პოლიტიკური გეგმები და ამის განხორციელება. დაივიწყეთ, არ არსებობს არანაირი შანსი იმის, რომ დღევანდელმა ბრიუსელმა გადადგას რაიმე ნაბიჯი, რამე ობიექტურ ანალიზზე დაფუძნებით, ეს არის ჩვეულებრივი, ცივად გათვლილი პოლიტიკური გეგმები, რომელშიც ჩვენ ვართ მხოლოდ ინსტრუმენტი, არანაირი ინტერესი საქართველოს მიმართ არ აქვთ, მხოლოდ ერთი ინტერესი აქვთ, როგორ დააზიანონ ჩვენი მეშვეობით რუსეთი, ჩვენ ვართ მხოლოდ იარაღი. დაყვანილი ვართ ჩვენ, ადამიანები, საქართველოს მოსახლეობა ინსტრუმენტამდე ბრიუსელის თვალში, რომელიც გამოსაყენებელია მესამე ქვეყნის წინააღმდეგ. დაზიანდება საქართველო? ჯანდაბამდე გზა ჰქონია, დაზიანებულიყო ბოლომდე, ეს ხომ გვითხრა ევროკავშირის ელჩმა რამდენიმე კვირის წინ, როცა ღონისძიება ჰქონდა, სადაც თქვა, ევროკავშირის ქვეყნები ვზიანდებით იმით, რომ სანქციებს ვუწესებთ და ამ დროს, საქართველოს სანქციები დაწესებული არ აქვს და იმ ზიანს ვერ იღებს, ეს რას ჰქვია, რა არისო, რადგან ევროკავშირის ელჩს არ ადარდებს, რა მოუვა საქართველოს. 9 მაისს, დახარჯეს ამხელა თანხა, პავილიონში მოაწყვეს ზეიმი, რაიმე ადარდებთ, ფოჩიანი კანფეტების და ფერად-ფერადი ფოტოების, ანტისამთავრობო მიტინგის გარდა, რომელიც 9 მაისს ჩაატარეს თბილისის შუაგულში? ერთი სიტყვა არ ახსენეს არც ევროკავშირის ელჩმა და არც სხვებმა 9 მაისის გამარჯვებასთან დაკავშირებით, ჩვენი ვეტერანების, ჩვენი 300 000 ჯარისკაცის სისხლი ერთხელ არ ახსენეს ამ ღონისძიებაზე, მაშინ, როცა მთელი ქვეყანა 9 მაისს აღნიშნავდა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ჩვენ ვართ მათ თვალში ინსტრუმენტი და იარაღი, ასე გვიყურებენ“, - აცხადებს პაპუაშვილი.
ამასთან, მისივე თქმით, ცდილობენ, ევროკავშირის მოქალაქეებს გააგებინონ, რომ „ეს არის უფსკრული, საითაც დღეს ევროკავშირს მიაქანებენ“.
„დღეს ასე იმართება სხვადასხვა ევროპული დედაქალაქი და ბრიუსელი - კორუფცია, ადამიანების მიმართ მადისკრედიტირებელი ფაქტები, რომლებითაც შემდეგ მართავენ ადამიანებს. ჩვენ ვნახეთ არაერთი კორუფციული სკანდალი, დაწყებული ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერიდან, გაგრძელებული ევროკომისრით, მართლმსაჯულების საკითხზე, რომელსაც 2021 წელს შევხვდი. ეს კაცი მიხსნიდა მართლმსაჯულების რეფორმის საკითხებს და აღმოჩნდა, რომ თავად კორუმპირებულია, ფულს იღებს და მე მასწავლიდა, თუ როგორ უნდა ყოფილიყო საქართველოში მართლმსაჯულება ჩამოყალიბებული. ასე უჭირავთ და ასე მართავენ კორუფციით, ფულით, სხვადასხვა მადისკრედიტირებელი და მაკომპრომეტირებელი მასალებით, რომ როცა დასჭირდებათ, უთხრან - ახლა თავს უნდა დაესხათ საქართველოს, მერე სხვას და ა.შ.
ამას ვცდილობთ, გავაგებინოთ ევროკავშირის მოქალაქეებს, რომ ეს არის უფსკრული, საითაც მიაქანებენ დღეს ევროკავშირს. ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი სიტყვითაც, რომ ჩვენი წვლილიც შევიტანოთ ამ ყველაფერში, რადგან ჩვენ გვინდა, ვიყოთ წევრი ისეთი ორგანიზაციის, რომელიც ჭეშმარიტ ღირებულებებზე დგას და ესენი თუ კომუნისტური მოსკოვისკენ მიექანებიან, იმათ - საბჭოთა მოსკოვს, გამოვექეცით სისხლით, საბჭოთა ბრიუსელი არ გვხიბლავს. ევროკავშირის წევრი არ ვართ და არანაირი ზედმეტი პოლიტიკური გავლენა არ უნდა ჰქონდეთ. დგანან და ამას გვიბედავენ დამოუკიდებელ, სუვერენულ ქვეყანას, ხელს აფათურებენ არჩევნებში, ევროკავშირის ელჩი საარჩევნო კამპანიაშია ჩართული, ჩვენი მედიების დახურვას ცდილობენ და ჩვეულებრივად იქცევიან, როგორც ქვეყანა, რომელიც სხვის დამორჩილებას ცდილობს. ასე იქცევა ბრიუსელი და წევრი რომ გავხდებით, შემდეგ რას გვიზამენ, ხომ წარმოგიდგენიათ?
დღეს, როდესაც ევროკავშირის გაფართოებაზეა საუბარი აღმოსავლეთით - ჩუმად ამბობენ, მაგრამ საჯაროდაც ითქვა, გერმანია, საფრანგეთი და სხვა ქვეყნები ამბობენ, რომ ახალ წევრს მიიღებენ იმ პირობით, თუ კონსენსუსის პრინციპი გაუქმდება, ანუ თუ მოლდოვას, ან ჩვენ მიგვიღებენ, ისე მიგვიღებენ, რომ ხმის მიცემის უფლებაც არ გვექნება. წარმოიდგინეთ რასა იუკნევიჩიანესთან ერთად, ერთ ორგანიზაციაში ყოფნა, მთლიანად უფლებააყრილი წევრი უნდა ვიყოთ, ვეტოს და ხმის მიცემის უფლება არ უნდა გვქონდეს, რომელსაც გავლენა ექნება. ასეთი უუფლებო საბჭოთა კავშირის დროს არ იყო საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკა.
ხმის უფლების გარეშე, გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის გარეშე, რასა იუკნევიჩიანეს გემოზე უნდა იყოს საქართველო, რომელიც ქართველი ხალხის მიმართ ფაშისტური განცხადებებით არის გამორჩეული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.