დაჯი კოვზირიძე - საბაზისო პროდუქტების გარდა, არსებობს ათასობით სხვა რამ, რომელსაც ვყიდულობთ, ამიტომ 15 პროდუქტით რა შეღავათი უნდა მოგვცენ? სულ რომ გვაჩუქონ ის 15 პროდუქტი, როგორ შეიძლება სხვა სახეობებზე გაზრდილი ფასი დააბალანსო?

ქვეყანაში გვყავს მატყუარა, უუნარო პრემიერი, რომელმაც, ვიტყვი ამ გაცვეთილ ფრაზას, კვერცხიც კი ვერ გაუიაფა საკუთარ მოსახლეობას, სამწუხაროდ. უამრავი გუნდი გამოცვალა „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ რაც 2020 წლის შემდეგ ჰყავს, ასეთი გაუმაძღარი, არაკომპეტენტური, სუსტი და უსახო ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი არასდროს ჰყოლია, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დაჯი კოვზირიძე „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მან ისაუბრა „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში შექმნილ ფასების შემსწავლელ კომისიაზე. დეპუტატის შეფასებით, „ქართული ოცნება“ ბიზნესთან დალაგდა“.

„ფასების შემსწავლელმა კომისიამ არ იმუშავა ხალხისთვის, არამედ იმუშავა „ოცნებისთვის“. „ოცნება“დალაგდა ბიზნესთან, ფასები დღეს ისევ ძვირია, მოსახლეობა ისევ გაძვირებულ პროდუქტს ყიდულობს“, -განაცხადა დაჯი კოვზირიძემ.

დაჯი კოვზირიძე „ქართული ოცნების“ მხრიდან წარმოებულ „მორიგ ტრიუკს“ უწოდებს ე.წ. საოჯახო კალათების შექმნისა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე სპეციალური ფასების შემოღების ინიციატივას.

„ეს იყო მორიგი ტრიუკი „ოცნების“ მხრიდან. ჩვენ, ყველა ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ძალიან კარგად ვიცით, 15 საბაზისო პროდუქტის გარდა ქვეყანაში არსებობს ათასობით პროდუქტი, რომელსაც ვყიდულობთ. შესაბამისად, ძირითადი პროდუქტები, როგორიცაა ხორცი და 35 ლარიდან 40 ლარამდე გაძვირდა, ყველი - 10-15%-ით არის გაძვირებული, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები 22%-ით არის გაძვირებული. ნავთლუღის ბაზარში ძალიან ხშირად დავდივარ და იქ ვყიდულობ ოჯახისთვის პროდუქტებს და მწვანილიც კი გაძვირებულია, ვაშლი ღირს 5 ლარი. შესაბამისად, ამ 15 პროდუქტით მოსახლეობას, რა შეღავათი შეიძლება მიეცეს? სულ რომ გვაჩუქონ ის 15 პროდუქტი, როგორ შეიძლება სხვა პროდუქტებზე ფასების ასეთი გაზრდა, რომელიც საშუალოდ 10-15%-ს შეადგენს, დააბალანსო?

ყველაფერი გაზიარდა და ამ ფონზე, როგორ შეიძლება ამომრჩეველს, ჩვენ ღარიბ მოსახლეობას ვუთხრათ, ფასები გაგიიაფეთო? ეს არის მორიგი სიცრუე, ტყუილი. მინდა გითხრათ, ქვეყანაში გვყავს მატყუარა, უუნარო პრემიერი, რომელმაც ვიტყვი ამ გაცვეთილ ფრაზას, კვერცხიც კი ვერ გაუიაფა საკუთარ მოსახლეობას, სამწუხაროდ. ეს ჩვენ ნამდვილად არ გვიხარია, იმიტომ, რომ ჩვენც ამ პროდუქტებს ვყიდულობთ და ეს ძალიან მძიმედ აისახება მოსახლეობაზე. სახელმწიფოს ვალდებულებაა ფასები იყოს ისეთი, რომ მოსახლობას მისი ყიდვა შეეძლოს“, - განაცხადა დაჯი კოვზირიძემ.

გარდა ამისა, მან ისაუბრა საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით კანონში დაგეგმილ ცვლილებაზე, რომლის მიხედვით, რიგ სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა კვლავ ექნებათ.

„ბატონი კობახიძე ფასადურად ებრძვის კორუფციას და სავარაუდოდ, ალბათ, ქამრების შემოჭერა შესთავაზა ამ ხალხს. ეს ხალხი, ვისაც ხელფასებსა და პრემიებს უზრდის, მათი პარტიული აქტივია, რომელთაც იყენებს არჩევნებზე. შესაბამისად, ეს არის კიდევ ერთი შანსი იმისა, ცოცხლად მისცენ ეს თანხა, თანხები გააცოცხლონ და ისე გადასცენ. ეს ხდება მაშინ, როდესაც პენსიონერებს პენსია 370 ლარი აქვთ და 200 ლარით ვერ გავაზრდევინეთ პენსია. რიგით საჯარო მოხელეებს- ბაღის და სკოლის მასწავლებლებს აქვთ დაბალი ხელფასი. მაღაზიის კონსულტანტებს 600-700 ლარი აქვთ და მათ ვერ დავაწესებინეთ ჩვენი ინიციატივა, რომ ამ ადამიანებს ხელფასი ჰქონოდათ 1050 ლარი“, -განაცხადა დაჯი კოვზირიძემ.

დეპუტატის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მისი არსებობის 14 წლის განმავლობაში ბევრი გუნდი გამოიცვალა, მაგრამ ახლა ჰყავს, მათ შორის “ გაუმაძღარი ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი“.

„უამრავი გუნდი გამოცვალა, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ რაც 2020 წლის შემდეგ ჰყავს, ასეთი გაუმაძღარი, არაკომპეტენტური, სუსტი და უსახო ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი არასდროს ჰყოლია. დღეს „ოცნებას“ ჰყავს ხალხი, რომლებიც მხოლოდ საკუთარ ოჯახზე, საკუთარ კორუფციაზე და კორუფციული გზით ნაშოვნი მილიონების გადამალვაზე რომ ფიქრობენ. არ ვსაუბრობ იმ ძველ „ოცნებაზე“, რომელსაც, სხვათა შორის, მეც ვუჭერდი მხარს. [საუბარი მაქვს] გახარიას შემდგომ პერიოდზე, როდესაც ფრთები გაშალეს კორუფციის თვალსაზრისით. ამას ჩვენი მოსახლეობას კარგად ხედავს. ეს კი ისახება ფასებზე, დამოკიდებულებზე და ყველაფერზე“, - განაცხადა დაჯი კოვზირიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში