მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას - საგარეო უწყების ინფორმაციით, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან

15 მაისს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი კიშინეუში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების თანახმად, მაკა ბოჭორიშვილი მინისტრთა კომიტეტის სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

მინისტერიალის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე შეხვედრა მოლდოვის რესპუბლიკის თავმჯდომარეობით იმართება. მინისტერიალის დასრულების შემდგომ, მოლდოვის რესპუბლიკა მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას გადასცემს მონაკოს, რომელიც კომიტეტს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
ახალი სიტყვა ელექტრომობილების ინდუსტრიაში - Lexus RZ-ს უკვე საქართველოშია
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ზოგჯერ შიში მხოლოდ ხმაა — როგორ აქცია „ბლიც დენტალმა“ სტომატოლოგიური ხმები მუსიკად
„მეტროპოლი“ 1 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს ქავთარაძის პროექტში ბინას სპეციალური პირობებით სთავაზობს
ბრიტანულ-ქართულ აკადემიას საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) წევრობის სტატუსი მიენიჭა