ადვოკატი - გრიგოლ ლილუაშვილის სასარგებლოდ არსებობს მტკიცებულებები, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, რომლებიც პროკურატურამ და საგამოძიებო ორგანოებმა დამალეს - ეს მასალები დაცვის მხარეს არ გადმოეცა, რაც შესაბამისი წესით გასაჩივრდება

არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც დამალულ იქნა, რაც შესაბამისი წესით გასაჩივრდება. მოწმეთა გამოკითხვის ოქმები პროკურატურისა და საგამოძიებო ორგანოს მხრიდან იქნა დამალული, ის დაცვის მხარეს არ გადმოეცა, - ამის შესახებ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა ლანა ცერცვაძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, დაცვის მხარის ვარაუდით, მტკიცებულებები გამამართლებელი ხასიათის იყო და პროკურატურის მხრიდან მისი დამალვა, ამ მიზნებიდან გამომდინარეობდა.

„არსებობს მტკიცებულებები, რომელიც დამალულ იქნა, რაც შესაბამისი წესით გასაჩივრდება. მოწმეები დასაკითხ პირთა სიაში აღმოჩნდნენ იმის გამო, რომ ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა მათ დასაკითხ პირთა სიაში ჩასმაზე. თუმცა, მათი გამოკითხვის ოქმები დამალული იქნა პროკურატურისა და საგამოძიებო ორგანოს მხრიდან და დაცვის მხარეს არ გადმოეცა. არანაირი სხვა სახის ეპიზოდი გრიგოლ ლილუაშვილთან მიმართებაში აღარ არსებობს, ყველა ეპიზოდი წარმოდგენილია სასამართლოში. მოწმეებზე, რომლებზეც და რომელთა გამოკითხვის ოქმებზეც დაცვის მხარე საუბრობს, დაკითხული იქნენ იმ ეპიზოდებთან მიმართებაში, რა ეპიზოდებთანაც დაკავშირებითაც სასამართლო განხილვა მიმდინარეობს. ვსაუბრობ მხოლოდ იმ დამალულ მტკიცებულებებზე, რომელიც ეხება საქმეს და რომელიც მიმდინარეა სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილთან მიმართებით“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა სასამართლოში დღეს დაკითხული ორი მოწმის ჩვენებას.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზეც იგივე სიტუაცია განმეორდა - არც ერთ მოწმეს გრიგოლ ლილუაშვილთან მიმართებით არანაირი სახის ინფორმაცია არ მოუწოდებია და არ უსაუბრია მის შემხებლობაზე რომელიმე ეპიზოდთან დაკავშირებით. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი ბრალდებული იქნა დაკითხული, რომლის საქმეც ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი, დასახელებულმა პირმა თავის ბრალთან მიმართებაში ისაუბრა, მის ალიბზე ვერ და არ ვისაუბრებ. არც ერთ პირს, ვინც ამ დრომდე დაკითხულია სასამართლოში, გრიგოლ ლილუაშვილის მიმართ რაიმე სახის ინფორმაცია არ მიუწოდებია, იმგვარი, თითქოს, მას შემხებლობა ჰქონდეს რომელიმე ეპიზოდის დანაშაულთან, მათ შორის, ბაღების ეპიზოდთან. ამ მოწმეს ლილუაშვილი არ იცნობს, ისევე როგორც, მოწმე არ იცნობს გრიგოლ ლილუაშვილს, არც ერთს, ერთმანეთის შესახებ არც კი სმენიათ“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, თუკი საჭიროება დადგება, ლილუაშვილი მის საქმეს სტრასბურგშიც წაიღებს.

„ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი სამართლებრივ გზას ირჩევს, ბუნებრივია, ეროვნული კანონმდებლობის დონეზე გვაქვს იმედი, რომ ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდება და მისი უდანაშაულობა დადასტურდება. სამომავლოდ, საჭიროებიდან გამომდინარე, თუკი, ამის აუცილებლობა იქნება, ბუნებრივია, ნებისმიერ სამართლებრივ გზას მივმართავთ, მათ შორის, სტრასბურგს“,- განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში