გრიგოლ გეგელია - მაკა ბოჭორიშვილის განცხადება კიდევ ერთი დასტურია, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმს არ გააჩნია დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი - რეჟიმი ეროვნული ინტერესებით ვაჭრობას აგრძელებს

მაკა ბოჭორიშვილის განცხადება კიდევ ერთი მკაფიო დასტურია იმისა, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმს არ გააჩნია დამოუკიდებლად აზრის ჩამოყალიბების და გადაწყვეტილების მიღების უნარი, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

ის აღნიშნულით გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებას, სადაც ის განმარტავს, თუ რატომ არ შეუერთდა საქართველო უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შეთანხმებას.

გეგელიას თქმით, „რეჟიმი ღირებულებებით ვაჭრობს“.

„ეს რეჟიმი, აგრძელებს ვაჭრობას საქართველოს ეროვნული ინტერესებით და იმ ღირებულებებით, რაც რა თქმა უნდა, საქართველოს აკავშირებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან. ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ცივილიზებული მსოფლიო ტრიბუნალს ქმნის, რომელიც ერთგვარი მორალური ფუნდამენტი იქნება ახალი, ევროპული უსაფრთხოებისა და პოლიტიკური წყობისა, რომელიც ძალიან მკაფიოდ საუბრობს რუსეთის ფედერაციის ფაშისტურ მოქმედებებთან დაკავშირებით. ამავე დროს, ვხედავთ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად წოდებული პირი აცხადებს, რომ ის დააკვირდება სახელმწიფოთა დამოკიდებულებას „ქოცური“ რეჟიმის მიმართ, იმ პროცესში, როდესაც უნდა ჩამოყალიბდეს აზრი ტრიბუნალის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, რაც ძალიან მკაფიო დასტურია იმისა, რომ ეს რეჟიმი ვაჭრობს ღირებულებებით და ქართული ეროვნული ინტერესით, რადგან ის წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ინტერესებს, ნებას და არა ქართველი ხალხის ისტორიულ ღირებულებით არჩევანს და სუვერენულ საგარეო პოლიტიკურ კურსს“, - განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, 15 მაისს მოლდოვაში გამართულ ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, 36-მა ქვეყანამ და ევროკავშირმა გამოთქვეს განზრახვა, შეუერთდნენ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ ახალ გაფართოებულ ნაწილობრივ შეთანხმებას.

მასში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს ევროპის საბჭოს ოცდათოთხმეტმა წევრმა სახელმწიფომ (ანდორა, ავსტრია, ბელგია, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვას რესპუბლიკა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო), ასევე, ევროკავშირმა, ავსტრალიამ და კოსტა-რიკამ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო