აშშ-მა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნების გულშემატკივრებისთვის სავიზო დეპოზიტის მოთხოვნა გააუქმა

აშშ-მა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნების გულშემატკივრებისთვის სავიზო დეპოზიტის მოთხოვნა გააუქმა, - ინფორმაციას Associated Press-ი სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სავიზო დეპოზიტის გადახდა არ მოუწევთ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ეროვნული ნაკრებების იმ გულშემატკივრებს, რომლებმაც ბილეთები უკვე შეიძინეს

და FIFA PASS-ში 2026 წლის 15 აპრილამდე დარეგისტრირდნენ.

„ჩვენ ვაუქმებთ სავიზო დეპოზიტს იმ კვალიფიცირებული გულშემატკივრებისთვის, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთები შეიძინეს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ საკონსულო საკითხებში მორა ნამდარმა.

ასევე, სავიზო დეპოზიტის მოთხოვნა გაუქმდა ეროვნული ნაკრებების ფეხბურთელების, მწვრთნელებისთვის, დამხმარე პერსონალისთვის და მათი ახლობლებისთვის.

აშშ-ის სავიზო დეპოზიტის პროგრამაში, რომელიც 15000 დოლარამდე ოდენობის დეპოზიტის გადახდას ითვალისწინებს, 50 ქვეყანა შედის.

პროგრამაში მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე 5 ქვეყანაა, რომლებიც სავიზო დეპოზიტისგან გათავისუფლდებიან, კერძოდ, ალჟირი, კაბო-ვერდე, კოტ-დ’ივუარი, სენეგალი და ტუნისი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო