ბერდია სიჭინავა - ჩუმად იღებენ გადაწყვეტილებებს, შეუერთდნენ თუ არა რეზოლუციებს - მაკა ბოჭორიშვილისგან არაფერი მომისმენია იმის გარდა, რომ გამოგონილ ქიმერებს ვებრძვით, მან კონკრეტულად უნდა ახსნას უარის თქმის საფუძვლები

არ მგონია, რომ რაიმე ტიპის ეგზისტენციალურ საფრთხეებს შეიცავდა ამ გადაწყვეტილებასთან შეერთება, თუმცა, თუ ასეთი რისკები არსებობდა, საგარეო საქმეთა მინისტრი, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური უნდა გამობრძანდეს და ასეთ საფრთხეებზე ისაუბროს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებას, სადაც ის განმარტავს, თუ რატომ არ შეუერთდა საქართველო უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შეთანხმებას.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრმა კონკრეტულად უნდა ახსნას ამ გადაწყვეტილებაზე უარის თქმის საფუძვლები.

„საგარეო თვალსაზრისით მიღებულ ჩვენს ყველა გადაწყვეტილებას კონკრეტული ახსნა სჭირდება. მე მაკა ბოჭორიშვილისგან, იმის გარდა, რომ გამოგონილ ქიმერებს ვებრძვით და თითქოს ეგზისტენციალურ საფრთხეებს შეიცავდა ასეთი ტიპის გადაწყვეტილებასთან შეერთება, არ მომისმენია. საგარეო საქმეთა მინისტრმა კონკრეტულად უნდა ახსნას ამ გადაწყვეტილებაზე უარის თქმის საფუძვლები. ჩვენ ხომ არ ვაკრიტიკებთ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, არ ვამბობთ დადებითს ან უარყოფითს. უბრალოდ, გამოვიდეს საგარეო საქმეთა მინისტრი და საზოგადოებას აუხსნას რით იყო განპირობებული ამ გადაწყვეტილების მიღება. ამას კი არ აკეთებენ - ჩუმად იღებენ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს შეუერთდნენ თუ არა რეზოლუციებს. ამას აღმასრულებელი ხელისუფლების სახელით ისე აკეთებენ, რომ პარლამენტში არ განიხილება, საზოგადოებაში ფართო მსჯელობის საგნად არ ქცეულა. ასე კულუარულად მიიღება ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები. მე არ მგონია, რომ რაიმე ტიპის ეგზისტენციალურ საფრთხეებს შეიცავდა ამ გადაწყვეტილებასთან შეერთება, თუმცა, თუ ასეთი რისკები არსებობდა, საგარეო საქმეთა მინისტრი, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური უნდა გამობრძანდეს და ასეთ საფრთხეებზე ისაუბრონ. მაგრამ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეს ადამიანები თავს ხომ იწონებდნენ, რომ უკრაინის მხარდამჭერს, რუსეთის წინააღმდეგ და ათასობით რეზოლუციას შეუერთდნენ. ახლა გამობრძანდნენ და ახსნან, რატომ არ შეუერთდნენ გუშინ ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ პრობლემა, რაც ხელისუფლებასთან გვაქვს არის ის, რომ ამ ადამიანებს ახასიათებთ კულუარული გადაწყვეტილებების მიღება და ამ კულუარული გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ დამალვა საზოგადოებისგან და ახსნის გარეშე დატოვება, რატომ მიიღეს თუ არ მიიღეს ესა თუ ის გადაწყვეტილება“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ცნობისთვის, 15 მაისს მოლდოვაში გამართულ ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, 36-მა ქვეყანამ და ევროკავშირმა გამოთქვეს განზრახვა, შეუერთდნენ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ ახალ გაფართოებულ ნაწილობრივ შეთანხმებას.

მასში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს ევროპის საბჭოს ოცდათოთხმეტმა წევრმა სახელმწიფომ (ანდორა, ავსტრია, ბელგია, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვას რესპუბლიკა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო), ასევე, ევროკავშირმა, ავსტრალიამ და კოსტა-რიკამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განმარტა, რატომ არ შეუერთდა საქართველო უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას და განაცხადა, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, არ იძლევა შესაძლებლობას, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილები, რომლებიც „საქართველოს დამატებით რისკებსა და საფრთხეებს შეუქმნის“.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს