ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით თბილისში მსვლელობა მიმდინარეობს

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრიდან, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე მსვლელობა მიმდინარეობს.

მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ სამრევლოები და მათი წინამძღვრები, აგრეთვე საკვირაო სკოლები როგორც მცხეთა-თბილისის, ისე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ეპარქიებიდანაც.

სამების ტაძარში ლოცვითი მსვლელობიდან მისულ მრევლს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დალოცავს.

მსვლელობას ესწრებიან "ქართული ოცნების" წევრებიც.

თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს. წირვას დაესწრებიან საგანგებოდ მისი უწმინდესობის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამოსული სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის დელეგაციები და სხვა სტუმრები, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო და სამონაზვნო დასი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო