უკრაინამ დაღესტანში რუსეთის სასაზღვრო საპატრულო გემს დაარტყა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რამდენიმე რუსულ სამხედრო სამიზნეს დაარტყა, მათ შორის დაღესტანში პროექტ 10410-ის სასაზღვრო საპატრულო გემს, - ინფორმაციას უკრაინული მედია უპილოტო სისტემების ძალების მეთაურზე რობერტ ბროვდიზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, 16-17 მაისის ღამეს, უპილოტო სისტემების ძალებმა 186 საცეცხლე დარტყმა განახორციელეს მტრის 46 სამხედრო სამიზნისა და ობიექტის წინააღმდეგ როგორც თავად რუსეთში, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე.

დარტყმა განხორციელდა დაღესტნის სოფელ კასპიისკში პროექტ 10410-ის სასაზღვრო საპატრულო გემზე, ასევე ლუგანსკის ოლქის ზახიდნეს დასახლებაში Tor-M2 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემაზე, ყირიმში - რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სტრატეგიული საკომუნიკაციო ცენტრზე, დონეცკში, ფედოროვკაში საწვავ-საპოხი მასალებით დატვირთული გადამზიდავი მატარებელი განადგურა, შახტარსკში - რუსული ქვედანაყოფის სამეთაურო პუნქტი, პოკროვსკში - 51-ე არმიის მე-9 ცალკეული მოტომსროლელთა ბრიგადის სამეთაურო პუნქტი, სელიდოვეში განადგურდა დრონების მართვის ცენტრი და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების საწყობი, ხოლო ბუნგაში სამეთაურო პუნქტი. გარდა ამისა, ზაპოროჟიეს ოლქში დარტყმა განხორციელდა პორტის ამწეებსა და სატელეკომუნიკაციო კოშკებზე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე