გიორგი სიორიძე აქციების დროს დაკავებულებზე - მდინარაძეს და მის ამფსონებს ვერ გაუგიათ, რომ ეს ადამიანები 4 კედელშიც აგრძელებენ ბრძოლას და გაცილებით თავისუფლები არიან, ვიდრე დღეს მოქმედი ვაი პოლიტიკოსები „ქართულ ოცნებაში“

მდინარაძეს და მის ამფსონებს ვერ გაუგიათ, რომ ეს ადამიანები 4 კედელშიც აგრძელებენ ბრძოლას და გაცილებით უფრო თავისუფლები არიან, ვიდრე დღეს მოქმედი ვაი პოლიტიკოსები „ქართულ ოცნებაში“, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რითაც აქციების პერიოდში დაკავებულ პირებზე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, დაკავებული პირები სინდისის პატიმრები იმიტომ არიან, რომ უდანაშაულოები არიან.

„მთავარი ის კი არაა, რა ტერმინით მოვიხსენიებთ ამ ადამიანებს, არამედ ის, თუ რატომ მოვიხსენიებთ ასე, სინდისის პატიმრებად. ძალიან მარტივია - ამ ადამიანებს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ, ისინი არიან პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი. რეჟიმი ცდილობს მათით მანიპულირებას, მათ დასჯას და საზოგადოების დაშინებას. ერთი რამ ვერ გაუგია მდინარაძეს და მის ამფსონებს, რომ ეს ადამიანები 4 კედელშიც აგრძელებენ ბრძოლას და გაცილებით უფრო თავისუფლები არიან, ვიდრე დღეს მოქმედი ვაი პოლიტიკოსები „ქართულ ოცნებაში“. ახლა, როდესაც მათგან მონანიებას და აღიარებას ითხოვენ, ეს თავის თავში წინააღმდეგობას მოიცვას, იმიტომ რომ ამ ადამიანებს გაცხადებული აქვთ თავიანთი ბრძოლა თავისუფლებისთვის. სინდისის პატიმრები იმიტომ არიან, რომ უდანაშაულოები არიან,“ - განაცხადა სიორიძემ.

ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ „ვიდრე ერთი მხრიდან იქნება საუბარი სინდისის პატიმარზე და მეორე მხრიდან დამნაშავეზე, აქ საზოგადოებრივი თანხმობა ვერ შედგება“.

მისი თქმით, 5-6 წლის წინ სინდისის პატიმრად იწოდებოდა ისეთი ადამიანი, რომლის მიმართაც სახელმწიფომ გამოიყენა უსამართლო გადაწყვეტილება, თუმცა ეს სიტყვა გააუფასურეს.

„როგორც მოქალაქე, მომხრე ვიქნები ნებისმიერი ჰუმანური გადაწყვეტილების, თუ იქნება მონანიება,“ - განაცხადა მდინარაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია