სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის თეატრში რუსი სტუდენტების მიერ წარმოდგენის გამართვაზე - ქართველ მსახიობებს აღარც ადგილი, აღარც სცენა და აღარც საშუალება ეძლევათ, რომ რუსთაველის თეატრი „დაიქირაონ“! ნუთუ მართლა ყველაფერი იყიდება?

ნუთუ მართლა ყველაფერი იყიდება? – ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის თეატრში რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტების მიერ გამართულ წარმოდგენას.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ამ წარმოდგენის ფონზე, ქართველ მსახიობებს აღარც სცენა აქვთ და აღარც თეატრის დაქირავების საშუალება“.

„ამ დროს ქართველ მსახიობებს აღარც ადგილი, აღარც სცენა და ცხადია აღარც საშუალება ეძლევათ, რომ რუსთაველის თეატრი „დაიქირაონ“! ნუთუ მართლა ყველაფერი იყიდება?“ - წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, რუსთაველის თეატრში რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტებმა „Победа 81”-ის ფარგლებში წარმოდგენა გამართეს. ღონისძიება 14 მაისს გაიმართა და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავს მიეძღვნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექცია ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს