ირაკლი კობახიძე კენიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კენიის რესპუბლიკის პრეზიდენტ უილიამ რუტოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრესსამსახურის თანახმად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობას და ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს.

„მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ დინამიკაზე და იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც საქართველო ინვესტორებს მრავალმილიონიან ბაზრებზე წვდომის თვალსაზრისით სთავაზობს.

პრემიერ-მინისტრმა კენიის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა”, - აღნიშნულია პრესრელიზში.

შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია