რუსთაველის თეატრის დირექტორი რუსი სტუდენტების მიერ წარმოდგენის გამართვაზე - იჯარით მივეცით დარბაზი, მაქსიმალური თანხა ავიღეთ - რომ დასჭირდეთ, კიდევ მივაქირავებთ ფულის გამო

რუსთაველის თეატრის დირექტორი, გიორგი თევზაძე განმარტავს, რომ რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტებს სპექტაკლის გასამართად თეატრი მიაქირავეს და ამაში „მაქსიმალური თანხა“ აიღეს.

მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, დარბაზის მიქირავების გადაწყვეტილებას კვლავაც მიიღებს.

„ჩვენ იჯარით მივეცით დარბაზი, მაქსიმალური თანხა ავიღეთ, იქ ისეთი არაფერი არ იყო, სტუდენტები იყვნენ ГИТИС-ის.

ჩვენ არავინ დაგვიკარგავს ამ ომში? [მეორე მსოფლიო ომში]... ჩვენ ყველაზე მეტი დავკარგეთ ამ ომში. რა საკვირველია, კიდევ რომ დასჭირდეთ, თეატრის დარბაზს კიდევ მივაქირავებთ ფულის გამო", - განუცხადა გიორგი თევზაძემ „TV პირველს“.

ცნობისთვის, რუსთაველის თეატრში რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტებმა „Победа 81”-ის ფარგლებში წარმოდგენა გამართეს. ღონისძიება 14 მაისს გაიმართა და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავს მიეძღვნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექცია ავრცელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა