უკრაინის საგარეო უწყება დრონთან დაკავშირებულ ინციდენტზე - ბოდიშს ვუხდით ესტონეთს და ჩვენს ყველა ბალტიელ მეგობარს ასეთი გაუთვალისწინებელი ინციდენტებისთვის

რუსეთი აგრძელებს ელექტრონული ბრძოლის საშუალებების გამოყენებით უკრაინული დრონების ბალტიის ქვეყნებისკენ გადამისამართებას, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი გეორგი ტიხი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, მოსკოვი ამას განზრახ აკეთებს, გაძლიერებულ პროპაგანდასთან ერთად.

„ბოდიშს ვუხდით ესტონეთს და ჩვენს ყველა ბალტიელ მეგობარს ასეთი გაუთვალისწინებელი ინციდენტებისთვის. მჭიდროდ ვთანამშრომლობდით და ვთანამშრომლობთ ჩვენს სპეციალიზებულ ინსტიტუტებთან, რათა თითოეულ შემთხვევაში ჩავწვდეთ საკითხის არსს და ვეძებოთ მათი პრევენციის გზები, მათ შორის ჩვენი ექსპერტთა ჯგუფების პირდაპირი ჩართულობით“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი.

გეორგი ტიხი ხაზს უსვამს, რომ არც ესტონეთს, არც ლატვიას, ლიეტუვას ან ფინეთს არასდროს არ დაუშვიათ თავიანთი საჰაერო სივრცის რუსეთის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის გამოყენება.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რუსული პროპაგანდის მტკიცების საწინააღმდეგოდ - არც ესტონეთს, არც ლატვიას, ლიეტუვას ან ფინეთს არასდროს არ დაუშვიათ თავიანთი საჰაერო სივრცის გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის. გარდა ამისა, უკრაინას არასდროს მოუთხოვია ასეთი გამოყენება“, - აცხადებს უკრაინის საგარეო უწყების პრესსპიკერი.

მისი თქმით, უკრაინა ახორციელებს თავდაცვის უფლებას გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად.

„ჩვენი ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები მდებარეობს რუსეთში და ჩვენ ვიყენებთ რუსეთის საჰაერო სივრცეს მათთან მისაღწევად. რუსებს არ აქვთ უფლება დაადანაშაულონ უკრაინა, ბალტიის ქვეყნები ან ფინეთი მათი ქმედებების შედეგებში და, უფრო ფართოდ, მათი აგრესიული ომის შედეგებში. მადლიერები ვართ ჩვენი პარტნიორების ესტონეთში, ფინეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში მათი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის“, - წერს ტიხი.

ცნობისთვის, ესტონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესული დრონი, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინული იყო, რუმინულმა ავიაგამანადგურებლებმა ჩამოაგდეს. მისი თქმით, ინციდენტის შესახებ თავის უკრაინელ კოლეგას, მიხაილ ფედოროვს ესაუბრა.

გიორგი ანთაძე - ტრამპისა და სი ძინ პინის შეხვედრა პეკინში იყო კლასიკური „დიდი ძალების მენეჯმენტი“ - არა დრამატული გარღვევები, არამედ სტაბილიზაციისა და პოზიციების გადანაწილების მცდელობა
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა