2026 წლის მაისში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საავტომობილო ღონისძიებაზე Concorso d’Eleganza Villa d’Este, BMW-მ ახალი კონცეპტუალური მოდელი Vision BMW ALPINA წარადგინა. ეს მოვლენა BMW ALPINA-ს ბრენდის ახალი ეპოქის დასაწყისის ერთგვარი დაანონსებაა.

5.2 მეტრი სიგრძის ავტომობილი შთამბეჭდავი პროპორციებით გამოირჩევა. ფართო, დაბალი და ელეგანტური სილუეტი ერთდროულად ხაზს უსვამს როგორც სისწრაფეს, ასევე კომფორტს. გრძელი სახურავი ავტომობილს დინამიკურ იერს აძლევს, ინტერიერი კი ოთხი მგზავრისთვის სრულფასოვან სივრცეს ქმნის. მოდელი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რაც Alpina-სთვის დამახასიათებელ მძლავრ ხმას გამოსცემს. ავტომობილის წინა ნაწილი გამორჩეულია ძლიერი ფორმებითა და წინ გადახრილი სილუეტით, რომელიც სიჩქარის შეგრძნებას უსვამს ხაზს - თანაც აგრესიული გამოხატვის გარეშე. BMW-ს კლასიკური „ზვიგენის ცხვირი“ კი ბრენდისთვის დამახასიათებელი ორმაგი წინა ცხაურის ახალ ინტერპრეტაციას გვთავაზობს.

Vision BMW ALPINA-ში განსაკუთრებული ყურადღება მცირე დეტალებს ეთმობა. ინტერიერსა და ექსტერიერში ბევრი ისეთი დეტალია, რომელიც პირველივე შეხედვით არ ჩანს, თუმცა უფრო ახლოდან დაკვირვებისას ავტომობილის დახვეწილ ხასიათს კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს. დიზაინში გამოყენებულია Alpina-სთვის დამახასიათებელი დეკორატიული ხაზების თანამედროვე ვერსია. ეს ხაზები 1970-იანი წლებიდან ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ვიზუალური ელემენტია.
დღის სავალი განათებები და ორმაგი წინა ცხაურის კონტურები თბილი თეთრი ფერით არის შესრულებული, რაც ბავარიულ ალპებზე მზის პირველი სხივებითაა შთაგონებული. ვიწრო ფარებში ინტეგრირებული განათებული კრისტალები კი დიზაინს დამატებით სიზუსტესა და ელეგანტურობას მატებს. ავტომობილი 56 სმ-იანი წინა და 58 სმ-იანი უკანა დისკებით არის აღჭურვილი, რომლებიც Alpina-სთვის დამახასიათებელი 20-ზოლიანი კლასიკური ვიზუალი აქვს.

ინტერიერის დიზაინს მკაფიო არქიტექტურული ფორმები განსაზღვრავს, რომელშიც თითოეული ელემენტი დამოუკიდებელ დეტალად არის წარმოდგენილი და არა ერთგვაროვანი სივრცის ნაწილად. სალონში გამოყენებულია მაღალი ხარისხის სრული ტექსტურის ტყავი ალპური რეგიონის მწარმოებლებისგან. მეტალის დეტალების დამუშავებისას კი გამოყენებულია საათების დიზაინით ინსპირირებული ტექნიკა, რომელიც მქრქალ და გაპრიალებულ ზედაპირებს აერთიანებს. კრისტალის ელემენტებითაა გაფორმებული.
მოდელში შენარჩუნებულია Alpina-ს სპეციალური Comfort+ რეჟიმი, რომელიც BMW-ს სტანდარტულ კომფორტ რეჟიმთან შედარებით მართვის უფრო დახვეწილ და მშვიდ გამოცდილებას ქმნის. ავტომობილი აღჭურვილია BMW-ს უახლესი Panoramic iDrive სისტემით, რომელიც ახალ სამგზავრო ეკრანსაც მოიცავს, ციფრული ინტერფეისი კი სპეციალურად BMW ALPINA-სთვის არის შექმნილი.

2026 წლიდან BMW ALPINA ოფიციალურად BMW Group-ის ექსკლუზიური ბრენდია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბრენდის განვითარებასთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ ღირებულებების შენარჩუნებას, რომლებმაც Alpina-ს წლების განმავლობაში ავტოინდუსტრიაში სახელი გაუთქვა.
მომხმარებლები BMW ALPINA-ს პირველ ახალ მოდელს მომავალ წელს იხილავენ. ავტომობილი BMW 7 Series-ით იქნება შთაგონებული, თუმცა სრულად შეინარჩუნებს BMW ALPINA-ს გამორჩეულ ხასიათსა და იდენტობას.
(R)