შიო III-სა და მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - მსოფლიო პატრიარქმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უახლოეს მომავალში კონსტანტინოპოლში მიიწვია

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, 17 მაისს, კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-სა და მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, მსოფლიო პატრიარქმა კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უახლოეს მომავალში კონსტანტინოპოლში მიიწვია.

“2026 წლის 17 მაისს, საღამოს, უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-სა და მის ყოვლადუწმინდესობას, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ს შორის გულთბილი და ძმური სატელეფონო საუბარი შედგა.

მსოფლიო პატრიარქმა მის უწმინდესობას გულითადად მიულოცა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაურის ტახტზე აღსაყდრება და უსურვა ნაყოფიერი, მშვიდობიანი და ხანგრძლივი მსახურება ეკლესიის გასაძლიერებლად, საქართველოსა და ქართველი ერის საკეთილდღეოდ.

თავის მხრივ, კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ გულთბილი მადლობა გადაუხადა მსოფლიო პატრიარქს გულწრფელი მილოცვისა და კეთილი სურვილებისთვის.

საუბრის დასასრულს მსოფლიო პატრიარქმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უახლოეს მომავალში კონსტანტინოპოლში მიიწვია”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს