20 მაისს პატრიარქი შიო III ასურელ მამათა ხსენების დღეს ზედაზნის მონასტერში პარაკლისს გადაიხდის, ხოლო ამაღლების დღესასწაულისადმი მიძღვნილ მსახურებას სამების ტაძარში აღასრულებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III 20 მაისს ღირს ასურელ მამათა ხსენების დღეს ზედაზნის მონასტერში პარაკლისს გადაიხდის, ხოლო ამაღლების დღესასწაულისადმი მიძღვნილ მსახურებას სამების ტაძარში აღასრულებს.

კერძოდ, საპატრიარქოს ინფორმაციით, 14:00 საათზე, ღირს ასურელ მამათა – იოანე ზედაზნელისა და მოწაფეთა მისთა ხსენების დღეს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III მცხეთაში, ზედაზნის მონასტერში, პარაკლისს აღასრულებს.

„ხვალვე, 17:00 საათზე, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ამაღლების დღესასწაულისადმი მიძღვნილ მსახურებას აღასრულებს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს