კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გამართეს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, სკოლებში საგანმანათლებლო კამპანიას განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები ამჯერად სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან გამართეს.

„GCCA-ის წარმომადგენლებმა დაბა ადიგენის, სოფელ ბოლაჯურის, ქალაქ ახალციხის № 1-ელ და ქალაქ ახალციხის № მე-5 სკოლებში იმყოფებოდნენ და მოსწავლეებთან ერთად კონკურენციის პრინციპები და მომხმარებელთა უფლებები მიმოიხილეს, როგორც ადგილზე, ისე ონლაინ შეძენის დროს.

პროექტის მიზანია, მოზარდებმა მიიღონ საბაზისო ცოდნა თავისუფალი კონკურენციის პრინციპებზე და ისწავლონ საკუთარი უფლებების დაცვა. GCCA-ი მსგავს შეხვედრებს, ახალგაზრდებში ეკონომიკური და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით პერმანენტულად ახორციელებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს