საქართველოს პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ქუთაისის საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

საქართველოს პროკურატურა პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო კამპანიას აქტიურად აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროკურორებმა მორიგი შეხვედრა ქუთაისის №1 და №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გამართეს.

„საინფორმაციო შეხვედრაზე პროკურორებმა დეტალურად განიხილეს პირადი ცხოვრების ხელყოფის სამართლებრივი ასპექტები. ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირადი საიდუმლოების დაცვის მნიშვნელობას, შესაბამის პასუხისმგებლობას და კანონით გათვალისწინებულ სასჯელებს.

შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეები ასევე გაეცნენ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის საქმიანობას. აღინიშნა, რომ კოორდინატორის პრიორიტეტია დაზარალებულთა და მოწმეთა ინტერესების დაცვა, მათი ემოციური მხარდაჭერა და ხელახალი (მეორეული) ვიქტიმიზაციის პრევენცია.

მსგავსი აქტივობების მთავარ მიზანს მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენცია წარმოადგენს. საქართველოს პროკურატურა სხვადასხვა აქტუალურ თემაზე საინფორმაციო კამპანიას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს