6 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ღია კარის დღე გაიმართება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აბიტურიენტებსა და დაინტერესებულ პირებს ღია კარის დღეზე 6 ივნისს უმასპინძლებს.

ღონისძიება უნივერსიტეტის 1 კორპუსის ფოიეში 11:00 საათიდან დაიწყება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დეტალურად გაეცნონ თსსუ-ის საგანმანათლებლო პროგრამებს.

ღია კარის დღეზე აბიტურიენტები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტების, ასევე საექთნო და სამეანო საქმის საბაკალვრო პროგრამების და დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის შესახებ.

ღია კარის დღე დატვირთული იქნება სხვადასხვა საინტერესო პრაქტიკული და ინტერაქტიული აქტივობებით, რასაც უნივერსიტეტის ფაკულტეტებთან და ცენტრებთან ერთად, წარმოადგენენ:

  • თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა;
  • თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკა;
  • თსსუ-ის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა;
  • თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკა;
  • თსსუ-ის საუნივერსიტეტოსტომატოლოგიურიკლინიკა;
  • სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა;
  • თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი;
  • თსსუ-ის ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი;
  • თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა და თსსუ-ის სტუდენტური ორგანიზაციები.

13:00 საათიდან თსსუ-ის თეატრალურ დარბაზში (მესამე კორპუსი, მესამე სართული) სტუმრებს საშუალება ექნებათ, შეხვდნენ და კითხვები დაუსვან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ირაკლი ნატროშვილს და ასევე თსსუ-ის ვიცე რექტორებსა და ფაკულტეტების დეკანებს.

მისამართი: ვაჟა–ფშაველას გამზ. N33

ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს