საქართველოს ბანკის ინიციატივები ფინანსური განათლების მხარდასაჭერად - I კვარტლის შეჯამება

საქართველოს ბანკი ფინანსური განათლების მიმართულებით ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს.

2026 წელს ბანკის მიზანია, სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებსა და სტუდენტებს გააზრებული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მათში სწორი ფინანსური ჩვევების ჩამოყალიბებას, რაც გრძელვადიან პერიოდში, მათ ეკონომიკურ სტაბილურობასა და სიძლიერეს განაპირობებს.

გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ 2026 წლის I კვარტალში ფინანსური განათლების მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციას:

ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსები

ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, გაიმართა ლევან ფავლენიშვილის ფინანსური განათლების სასერტიფიკატო ტრენინგები სამი ჯგუფისთვის - სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისთვის და მშობლებისთვის, რომლებშიც ჯამში 200-ზე მეტი მონაწილე ჩაერთო.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები განიხილავდნენ ფინანსური განათლების მნიშვნელოვან და პრაქტიკულ თემებს, მათ შორის: ბიუჯეტირებას, ხარჯვის ემოციურ ფაქტორებს, ხარჯების მართვას, ანაბარსა და ინვესტირებას და სხვა.

ფინანსური განათლების კურსები ადგილობრივ უნივერსიტეტებში

ამასთან, საქართველოს ბანკმა ფინანსური განათლების მიმართულებით დაიწყო თანამშრომლობა უნივერსიტეტებთან. ინიციატივა მიზნად ისახავს, ფინანსური განათლების კურსის დანერგვას.

პროექტის ფარგლებში კურსის ფორმატი, ხანგრძლივობა და შინაარსი ინდივიდუალურად განისაზღვრება უნივერსიტეტის მიერ. კურსის მიმდინარეობა მოიცავს მრავალფეროვან სწავლების ფორმებს, როგორებიცაა: ლექციები, დისკუსიები, ქეისების ანალიზი, პროექტებზე მუშაობა და ელექტრონული სწავლება. კურსის ფორმატი დაფუძნებულია თანამშრომლობაზე, დამოუკიდებელი აზროვნების წახალისებაზე და პრაქტიკული უნარების განვითარებაზე.

საგანმანათლებლო მასალები sCoolApp-ში

მოსწავლეების საყვარელ აპლიკაცია sCoolApp-ში კი განთავსდა სახალისო, მოსწავლეებზე მორგებული საგანმანათლებლო მასალები, რომლებიც OECD-ს რეკომენდაციების საფუძველზე შეიქმნა და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: სურვილებისა და საჭიროებების გარჩევა, დაზოგვის მიზნების დასახვა, ფასების შედარება, მცირე ხარჯების გავლენა ბიუჯეტზე და ფინანსური გადაწყვეტილებების მნიშვნელობა და ა.შ.

ამასთან, შეიქმნა ინტერაქციული თამაში Trivia-სთვის ფინანსური განათლების კრებული 2 ასაკობრივი კატეგორიისთვის. პირველ კვარტალში თამაშში 78 000-მდე უნიკალური მოთამაშე ჩაერთო.

პარტნიორობები

საქართველოს ბანკი აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორებთან და მხარს უჭერს ფინანსური განათლების ინიციატივებს. მათ შორის, ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით იმართება პროექტი “გახდი ფინედუს დესპანი მასწავლებელი”, რომელშიც საქართველოს ბანკის ფილიალების თანამშრომლები მონაწილეობენ.

ინიციატივის ფარგლებში კი საქართველოს ბანკის თანამშრომლები 150-ზე მეტ სკოლას ესტუმრნენ და V–XII კლასის მოსწავლეებისთვის ფინანსური განათლების საკითხებზე სახალისო და ინტერაქციულ გაკვეთილები ჩაატარეს.

საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge

(R)

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა