მარკო რუბიომ კუბელ ხალხს ესპანურ ენაზე მიმართა - აშშ კუბას ახალ ურთიერთობას სთავაზობს

აშშ კუბას ახალ ურთიერთობას სთავაზობს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.­

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კუბის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ესპანურ ენაზე ვიდეო გაავრცელა და კუბელ ხალხს მიმართა.

„ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ არ გაქვთ ელექტროენერგია, საწვავი ან საკვები არის ის, რომ მათ, ვინც თქვენს ქვეყანას აკონტროლებს, მილიარდობით დოლარი მოიპარეს და ხალხის დასახმარებლად არაფერი გამოუყენებიათ“, - აცხადებს რუბიო.

მისი თქმით, კუბას სამხედრო-ბიზნეს კონგლომერატი GAESA აკონტროლებს.

„დღეს კუბას არანაირი „რევოლუცია“ არ აკონტროლებს. კუბას GAESA აკონტროლებს. პრეზიდენტი ტრამპი კუბას ახალ ურთიერთობას სთავაზობს. მაგრამ ეს პირდაპირ თქვენთან, კუბელ ხალხთან უნდა იყოს და არა GAESA-სთან“, - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, დღეს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი კუბის ყოფილ პრეზიდენტს, რაულ კასტროს ბრალდებას წაუყენებს. კერძოდ, დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ბრალდების საფუძველი 1996 წელს რაულ კასტროს ბრძანებით, კუბის მიერ მაიამიში დაფუძნებული ჰუმანიტარული ორგანიზაციის Brothers to the Rescue-ის ორი სამაშველო თვითმფრინავის ჩამოგდებაა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე